Magdalena Posted October 5, 2021 Share Posted October 5, 2021 აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს Stablecoin-ების იურიდიულ ჩარჩოში ჩართვის შესაძლებლობას. ისინი შეიძლება დაექვემდებაროს იმავე მოთხოვნებს, რომლებიც გამოიყენება საბანკო ინდუსტრიის რეგულირებაში - აცხადებს The Wall Street Journal გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამომცემლობის თანამოსაუბრეები აგრეთვე ელიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიმართავს კონგრესსაც თხოვნით - განიხილონ კანონპროექტი იმ კომპანიებისთვის სპეციალური დადგენილების შექმნის შესახებ, რომლებიც Stablecoin-ებს უშვებენ. ამ ზომების მიზანია შემცირდეს მარეგულირებლების შეშფოთება ამ ციფრული აქტივების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების მიმართ. წყაროების თანახმად აშშ-ის ფინანსთა სამინისტროც დაინტერესებულია სეგმენტზე კონტროლის გამკაცრებით. მათ აღნიშნეს, რომ ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს (FSOC) ურჩევენ აღიარონ Stablecoin-ებთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორც სისტემურად მნიშვნელოვანი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა გამოუშვებს რისკების მართვის უფრო მკაცრ სტანდარტებს მსგავსი ორგანიზაციებისთვის მანამ, სანამ ისინი არ რეგულირდება ფედერალურ დონეზე. FSOC-ში შედიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტრო, ფედერალური რეზერვების სისტემა, SEC, CFTS და სხვა მთელი რიგი ზედამხედველობის ორგანოები. WSJ-ის თანახმად, საბჭოსთან ურთიერთობა არ არის პრიორიტეტი, რადგან კონკრეტული მოთხოვნების შემუშავება შრომატევადი პროცესია. რეკომენდაციები შეტანილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ფინანსური ბაზრების სამუშაო ჯგუფის ანგარიშში. ამ უკანასკნელში შედის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და SEC-ის ხელმძღვანელი გარი გენსლერი. ადმინისტრაცია კონგრესს შესთავაზებს Stablecoin-ების ემიტენტები ჩართოს საბანკო რეგულირებაში. მოვლენების განვითარების ამგვარი ვარიანტი მათთვის სასურველია - აღნიშნეს WSJ-ის წყაროებმა. ივლისში მინისტრ იელენის მოწოდება იყო დაეჩქარებინათ Stablecoin-ების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება. საინფორმაციო მედიის ცნობებით სექტემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განიხილა Stablecoin-ების რისკები და სარგებელი საბანკო საზოგადოებისა და საკრედიტო გაერთიანებების წარმომადგენლებთან. იმავე თვეში გამოჩნდა ინფორმაცია ხაზინის განზრახვის შესახებ - Stablecoin-ების ემიტენტებისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, უზრუნველეყოთ მათი თავისუფალი კონვერტაცია ფიატში. გერი გენსლერმა Stablecoin-ებს უწოდა „კაზინოს პოკერის ჩიპები ველურ დასავლეთში", აშშ-ის სენატმა გამოაცხადა ამ ციფრული აქტივების ფიატით სრული უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეგახსენებთ, პაუელის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემა არ აპირებს კრიპტოვალუტების აკრძალვას, მაგრამ გეგმავს Stablecoin-ების სამართლებრივ ჩარჩოში ჩასმას. https://bit.ly/3l3YHAJ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.