Magdalena Posted October 2, 2021 Share Posted October 2, 2021 კომპანია Waymo, რომელიც ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში შედის, უკვე გარკვეული დროა ახორციელებს მგზავრების უპილოტო ტაქსებით გადაყვანას არიზონაში, თუმცა მძღოლი ავტომობილში რჩება ავტომატიკის დამზღვევის სახით. კომპანიამ ამჯერად ანალოგიური საქმიანობის ნებართვა მიიღო კალიფორნიის ხელისუფლებისგან, ამავე დროს დამტკიცდა კონკურენტ Cruise-ს მსგავსი განაცხადიც, რომელიც კომპანია General Motors-ისგან ფინანსდება. ფოტოს წყარო: Reuters როგორც Reuters განმარტავს, ლიცენზიის მიმღებ კომპანიებს თავიანთი სპეციფიკა გააჩნიათ. კერძოდ, Cruise-ს ნებადართული აქვს მგზავრების გადაყვანა ავტონომიური ტრანსპორტით მძღოლის გარეშე ღამის საათებში სან-ფრანცისკოს ცალკეულ რაიონებში. Waymo-ს შემთხვევაში მძღოლები საჭესთან ისხდებიან. ორივე კომპანიამ ასევე უნდა მიიღოს კიდევ ერთი ნებართვა უპილოტო ტაქსებით მგზავრებისგან საფასურის მიღების შესახებ. კონკურენტმა კომპანია Nuro-მ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო კალიფორნიაში უპილოტო მანქანების ექსპლუატაციის ნებართვა, თუმცა ნებართვა ითვალისწინებს მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას. კალიფორნიის მარეგულირებლებმა ნებართვა მისცეს Cruise-ს განახორციელოს სამგზავრო მომსახურება სან-ფრანცისკოს შერჩეულ უბნებში საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე არაუმეტეს 48 კმ/სთ სიჩქარით. Waymo-ს ტაქსებში მძღოლის ყოფნის შემთხვევაში ძრავს შეუძლია 104 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, თუმცა ავტონომიური მანქანების ექსპლუატაციის ტერიტორია შემოიფარგლება სან-ფრანცისკოსა და სან-მატეოს ზოგიერთი რაიონით. ექსპერიმენტში მონაწილეობენ ელექტრომობილების მოდიფიცირებული ვერსიები: Chevrolet Bolt EV – Cruise-ის შემთხვევაში და ქროსოვერი Jaguar I-Pace – Waymo-ს შემთხვევაში. https://bit.ly/3meFJa3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.