Jump to content

Visa-მ წარადგინა საშუალება საგადახდო სისტემასთან CBDC-ის ურთიერთქმედებისთვის


Recommended Posts

image.png 

კომპანია Visa-მ შეიმუშავა კონცეფცია ცენტრალური ბანკების სხვადასხვა ბლოკჩეინზე გამოვებული ვალუტებისა და Stablecoin-ების ურთიერთქმედებისთვის გადახდებში. 

ბლოგზე განთავსებული შეტყობინების თანახმად პლატფორმა Universal Payments Channel (UPS - უნივერსალური საგადახდო არხები) მოქმედებს, როგორც კონცენტრატორი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ქსელს და უზრუნველყოფს ციფრული ვალუტების უსაფრთხო გადარიცხვას. 

„იფიქრეთ მასზე, როგორც „უნივერსალურ ადაპტერზე“ ბლოკჩეინებისთვის, რომელიც ცენტრალურ ბანკებს, ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაბრკოლების გარეშე გაცვალონ ქონება ვალუტის ფორმ-ფაქტორის მიუხედავად“ - განაცხადა Visa- CBDc-ებისთვის განკუთვნილი გლობალური პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა კეტრინ გუმ. 

კომპანიის მკვლევარების აზრით უახლოეს წლებში ბევრი ცენტრალური ბანკი გამოუშვებს ციფრულ ვალუტებს. კონსტრუქციის უნიკალური მახასიათებლების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ აქტივებმა შეძლონ შეუფერხებლად ფუნქციონირება ერთსა და იმავე ქსელში. 

„იმისთვის, რომ CBDC-ები წარმატებული იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ორი ძირითადი ინგრედიენტი: მომხმარებლების მხრიდან აღიარების შესანიშნავი მაჩვენებელი და მერჩანტების მიერ ფართო აღიარება. ეს ნიშნავს შესაძლებლობას - განხორციელდეს ანგარიშსწორება ვალუტის, არხის ან ფორმ-ფაქტორის მიუხედავად“ - განაცხადა გუმ. 

UPS კონცენტრატორი სხვადასხვა ბლოკჩეინს აერთიანებს - იქნებ ეს ქვეყნებს შორის CBDC-ების ქსელი თ კერძო Stablecoin-ების პროტოკოლები. 

Visa-ს სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ UPS-ს აგრეთვე შეუძლია სიჩქარის პრობლემის გადაჭრა, რადგანაც DLT-ქსელების უმეტესობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ მაჩვენებლის მხრივ ტრადიციულ გადაწყვეტილებებს. სიჩქარის უზრუნველყოფის მიზნით UPS-ის სპეციალიზებული საგახდო არხები იმუშავებენ ბლოკჩეინის გარეთ და გამოიყენებენ სმარტ-კონტრაქტებს მათთან უკუკავშირისთვის. 

მკვლევარებმა უკვე აამოქმედეს საბაზისო კონტრაქტი სატესტო ქსელ Ethereum Ropsten-ში. 

UPS-ზე მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს. 

Visa-მ ადრე წარადგინა CBDC-ების გამოყენებით ოფლაინ-ანგარიშსწორების მეთოდი. 

კომპანიის წარმომადგენლები შედიან ექსპერტების ჯგუფში, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას დაეხმარებიან ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტის შესწავლაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.