Magdalena Posted October 1, 2021 Share Posted October 1, 2021 კომპანია Counterpoint Technology Market Research იძულებულია შეამციროს პროგნოზი მიმდინარე წელს სმარტფონების მიწოდების მოცულობის შესახებ. ამის მიზეზია ელექტრონული კომპონენტების დეფიციტი. შეფასებების თანახმად 2018 წელს გლობალური მასშტაბით განხორციელდა დაახლოებით 1.51 მლრდ ფიჭური სმარტ მოწყობილობის მიწოდება. 2019 წელს გაყიდვები შემცირდა 1.48 მილიარდ ერთეულამდე. გასულ წელს კი - 1.33 ერთეულამდე, რაც აიხსნება ფიჭური მაღაზიების დროებითი დახურვითა და სხვა შეზღუდვებით პანდემიის ფონზე. მიმდინარე წელს ინდუსტრია დაუბრუნდა ზრდის ტენდენციას, თუმცა სმარტფონების მიწოდებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტი. ჩიპების ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდა სხვადასხვა კომპანია - მობილური მოწყობილობების, კომპიუტერების, ავტომობილების, სერვერების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა ტიპის პროდუქციის მწარმოებლები. Counterpoint Technology Market Research-ის ინფორმაციით სმარტფონების ზოგიერთი მომწოდებელი ამჟამად იღებს შეკვეთების მოცულობის მხოლოდ 70%-ს, ეს კი მრავალრიცხოვან სირთულეს ქმნის. ადრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ 2021 წლის შეჯამებით ფიჭური სმარტ მოწყობილობების ბაზრის მოცულობა 9%-ით, 1.45 მილიარდ ერთეულამდე გაიზრდებოდა. ამჟამად უკვე საუბარია 6%-იან მატებაზე, მიწოდების მოცულობა კი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 1.41 მილიარდი ერთეული. https://bit.ly/39RvL8T Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.