Magdalena Posted September 16, 2021 Share Posted September 16, 2021 გასულ კვირას Bitcoin-ის კრიპტო დერივატივების ლიკვიდაციით გამოწვეულმა ფასის ვარდნამ ვერ შეარყია გრძელვადიანი ინვესტორების მიზანმიმართულობა შეძენილი კრიპტოვალუტების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰოლდერების ამგვარი ერთიანი სიმშვიდე და თვითკონტროლი გამოვლინდა მაისის 50%-იანი ვარდნის შემდეგ და ივლისის მინიმუმის შემდგომ მკვეთრი აღმასვლის დროსაც. Bitcoin-ის ფასის ერთ საათში 10 ათას აშშ დოლარამდე ვარდნისთვის ბიძგი გახდა უვადო კონტრაქტების ღია პოზიციების 30%-ის ლიკვიდაცია, რომლის მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი. ექსპერტების აზრით ლიკვიდაციების 68% ხანგრძლივ პოზიციებზე, ე.წ. ლონგზე მოდიოდა. ოფციონების ბაზარზე 7 სექტემბერს დაფიქსირდა ნახტომი ვაჭრობის მოცულობაში ( 1.3 მლრდ აშშ დოლარი - ოთხი თვის მაქსიმალური მაჩვენებელი). წყარო: Glassnode. უვადო კონტრაქტების დაფინანსების განაკვეთი ნეგატიურ ზონაში ხანმოკლე მოქცევის შემდეგ ბაზრის მონაწილეებში ოპტიმიზმის გავრცელებაზე მეტყველებს. ინდიკატორის დაბალი ღირებულება 7 სექტემბრამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით მიუთითებს ბერკეტის (leverage) შემცირებაზე. წყარო: Glassnode. სამ თვეზე ნაკლები ხნის მონეტების წილმა მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, მიმდინარე ემისიის 15,9%-ს. სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ინდიკატორის დაბალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დათვური ბაზრების გვიანი სტადიისთვის (წითლად არის მონიშნული ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში). ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც თან ახლავს FOMO ეფექტის არარსებობა, „ახალგაზრდა“ მონეტები ამოღებულია ლიკვიდური მიმოქცევიდან და "მომწიფებას" იწყებენ ინვესტორების საფულეებში. წყარო: Glassnode. მომდევნო გრაფიკი გვიჩვენებს, რომ ბოლო ჯამური შეთავაზებების 16.8%, რომელიც მოდიოდა 155 დღის განმავლობაში გაყიდვებზე, მოგებაშია მიმდინარე ფასის პირობებში. ექსპერტები ამ შემთხვევაში ხედავენ აგრესიული დაგროვების პროცესს ივლისის მინიმუმიდან გამოსვლისას. წყარო: Glassnode. ამ პერიოდში შეძენილი Bitcoin-ები საფულეებში ინახება გრძელვადიანი მიზნით და არ გამოიყენება მოგების ფიქსაციისთვის. LTH-ასაკობრივ ზღურბლზე გასვლის მაჩვენებელმა (155 დღეზე მეტი დრო) მიაღწია 421 ათას BTC-ს თვეში. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, 20%-იანი კორექციის შემდეგ ფიუჩერსების ანალიზმა აჩვენა, რომ ხარებმა შეძლეს ძირითადი მხარდაჭერის დონის დაცვა. https://bit.ly/3zhgFE4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 16, 2021 Share Posted September 16, 2021 მე დაჟე მგონია რომ ვინც დააგდო კურსი მანამდე მაგათმა (ერთი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო) ისევე დაიწყეს კაპიტალის შეყრა და მაგიტომ გაიზარდა ეგრე სწრაფათ ბიტკოინი, 43500$ დააგდეს განგებ კიდე ერთხელ და უკვე 49000$ უახლოვდება, ნუ ჯერ 48000$ გაჩერებული მაგრამ მაგდენზე დაცემის შემდეგ პირველათ ავიდა გუშინ + ლათინური ამერიკის ქვეყნებს სურთო მიურთდენ ელ სალვადორს, შემდეგი რიგში პანამა ყოფილა, თუმცა ამერიკული კაპიტალის გავლენა საკმაოთ დიდია ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ჯამურ კაპიტალზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.