Jump to content

Apple-მა წარადგინა ყველაზე ხელმისაწვდომი iPad - iPhone 11-ის პროცესორით და ფასით 329 $-დან


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა განაახლა ყველაზე ხელმისაწვდომი პლანშეტი, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო სექტორზე, აგრეთვე მომხმარებლებზე, რომელთათვის აუცილებელია ფართო ფუნქციონალი ხელმისაწვდომ ფასად. საბაზისო iPad-ში შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინი, თუმცა განსხვავდება წარმადობის უფრო მაღალი დონით. 

image.jpeg 

ხალი თაობის პლანშეტს აქვს 10.2-დუიმიანი ეკრანი True Tone-ის მხარდაჭერით დისპლეის ფერების კომფორტული ტემპერატურის უზრუნველყოფისთვის. ეკრანს აკრავს ფართო ჩარჩო ფიზიკური Home ღილაკით. ახალი iPad დამყარებულია ჩიპ A13 Bionic-ზე, რომლის დებიუტი iPhone 11-ში შედგა. Apple აცხადებს, რომ ახალი ჩიპის წყალობით მოწყობილობა გახდა 20%-ით მეტი წარმადობის მქონე გასული თაობის ჩვეულებრივ iPad-ან შედარებით. ამას გარდა, შიდა მეხსიერების მინიმალური მოცულობა 32-დან 64 გბ-მდე გაიზარდა.  

სევე აღსანიშნავია ფუნქცია Center Stage-ის მხარდაჭერა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყოველთვის იმყოფებოდეს კადრის ცენტრში ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას. ახალი iPad კვლავ მუშაობს პირველი თაობის სტილუს  Apple Pencil-თან. მხარდაჭერილია  საფირმო ქეისები კლავიატურით. 

image.jpeg 

პლანშეტს აქვს 12-მეგაპიქსელიანი ძირითადი და 12-მპ ფრონტალური კამერა. ინტერფეისის სახით კვლავ გამოიყენება Lightning. iPad წარმოდგენილი იქნება iPadOS 15-ით, მხარდაჭერილია ეკრანის გაყოფა ორი აპლიკაციით სარგებლობისთვის და მთელი რიგი სხვა სასარგებლო მახასიათებლები. 

პლანშეტის საბაზისო მოდელის ფასი 329 აშშ დოლარს შეადგენს. წინასწარი შეკვეთების მიება უკვე დაიწყო, მიწოდება კი განხორციელდება ერთი კვირის შემდეგ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.