Magdalena Posted September 14, 2021 Share Posted September 14, 2021 უკვე ბევრი რამ ითქვა Google-ის ფლაგმანური Pixel 6 სერიის სმარტფონების შესახებ. ცნობილია, რომ სმარტფონები იმუშავებენ Tensor ჩიპსეტზე, რომლის დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა. ცნობების გაჟონვის შედეგად გაირკვა კორპორაცია Google-ის ჩიპსეტის ზოგიერთი მახასიათებელი. როგორც ინსაიდერი Digital Chat Station აცხადებს, მიკროსქემების ახალი ნაკრები, როგორც ჩანს, შემუშავებულია Google-ის საკუთარი ძალებით და დასაშვებია ველოდოთ, რომ იგი წარმადობით აღემატება Qualcomm-ის ამჟამინდელ ფლაგმან Snapdragon 888-ს. ეს აღმატებულობა უზრუნველყოფილი იქნება ორი Cortex-X1 ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირეაა 2.8 გჰც. შედარებისთვის, Exynos 2100-სა და Snapdragon 888-ს აქვთ თითო Cortex-X1 ბირთვის 2.91 და 2.84 გჰც სიხშირით, შესაბამისად. ორი Cortex-X1 ბირთვის პარალელურად ჩიპსეტი მოიცავს ოთხ ბირთვს 1.8 გჰც-ითა და ორ ბირთვს - 2.25 გჰც სიხშირით. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი წარმოდგენილია ARM Mali-G78 ჩიპით. ეს არის იგივე გრაფიკული პროცესორი, რაც Exynos 2100-შია მოცემული. მოცემული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ჩიპი Tensor პოზიციურად იმყოფება Exynos 2100-სა და Exynos 2200-ს შორის. https://bit.ly/38Y3m0z Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.