Jump to content

მთვარის სამხრეთკორეული სადგური KPLO პლანეტათშორის ინტერნეტს ტესტავს


Recommended Posts

დედამიწისთვის ჩვეული ქსელური პროტოკოლები და ტექნოლოგიები დედამიწის გარეთაც კარგად მუაობს. თუმცა როდესაც საუბარი ეხება პლანეტის გარეთ მონაცემთა გადაცემას, მელი რიკი კითხვები ჩნდება. ზოგიერთ მათგანს გადაჭრის მთვარის სამხრეთკორეული სადგური Korea Pathfinder Lunar Orbiter (KPLO), რომლის ბორტზე იმყოფება აღურვილობები კავშირისთვის ქსელის პროტოკოლ DTN-ის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა კოსმოსურ სივრცეებში გამოყენების მიზნით. 

როგორც ცნობილია, თანამედროვე ქსელებში შეფერხებები ხდება არა მხოლოდ პროგრამული ან აპარატული მახასიაებლების გამო - დიდ ტრანსკონტინენტურ სადენების სიგრძე თავის წვლილი შეაქვს შეყოვნებაში, რადგან სიგნალის გავრცელების სიჩქარე შეზღუდულია და ვერ  აღემატებ სინათლის სიჩქარეს. დედამიწასთან უახლოესი ციური სხეული, მთვარე მდებარეობს დაახლოებით 400 ათასი კილომეტრის დაშორებით და ქსელის რეაგირების დრო, რა თქმა უნდა, წამზე მეტი იქნება. მარსის შემთხვევაში ბანალურ "პინგზე" ორ ათეულ წუთამდე დაიხარჯება. 

image.png 

დედამიწისთვის ჩვეული ქსელის ტექნოლოგიები არ არის შესაფერისი კოსმოსურ დისტანციებზე გამოსაყენებლად და სწორედ აქ იხმარება DTN (Delay-Tolerant Networking, შეყოვნებისადმი მდგრადი ქსელი). მასში გათვალისწინებულია მონაცემთა მსხვილი ნაკრებების შენახვა ქსელის შუალედურ კვანძებში. DTN-ის ერთ-ერთი ვარიანტი Bundle Protocol მუშავდება NASA-ს მიერ და სწორედ ეს ვარიანტი უნდა აიქნას მოსინჯული KPLO-სგან მონაცემთა გადაცემისთვის, მისი ამოქმედება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. ეს მოვლენა პროექტ Artemis-ის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, რომლის მიზანია ადამიანის დაბრუნება მთვარეზე. 

image.png 

NASA-ს ხედვა, თუ როგორი იქნება სამომავლო „პლანეტათშორისი ინტერნეტის“ სტრუქტურა 

მიუხედავად იმისა, რომ მთვარე დედამიწიდან ყოველთვის ხილვადია, სიგნალის გადაცემისას პრობლემები ცოტა არ იქნება - ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ბნელი მხრიდან სიგნალის გამოგზავნა დიდი კრატერების გამო საჭიროებს შუალედურ რელე-სადგურს. სამხრეთკორეული აპარატი ექსპერიმენტის ფარგლებში გახდება პირველი ამგვარი სადგური, რომელიც სხვა ამოცაებთან ერთად გადასცემს მონაცემებს სპეციალურ კამერა ShadowCam-ის მეშვეობით. ეს კამერა განკუთვნილია მთვარის ბნელი რეგიონების გამოკვლევისთვის. 

კოსმოსურ მისიებში გამოსაყენებელი ქსელური პროტოკოლების შემუშავება დიდი ხანია, დაახლოებით 1998 წლიდან მიმდინარებს. DTN-ის ადრეული ვერსია CFDP შემუშავდა მარსმავლების, Spirit-ისა და Opportunity-ს კავშირით უზრუნველყოფისთვის, ტექნოლოგია Bundle Protocol კი საერაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირებისთვის 2016 წლიდან გამოიყენება. თუმცა, განვითარება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და როგორც DTN პროექტის ერთ-ერთმა დეველოპერმა ვინტ სერფმა აღნიშნა, პროგრამა Artemis უნდა გახდეს კატალიზატორი, რომელიც დააჩქარებს პლანეტათშორისი გამოყენებისთვის შესაფერისი ქსელური ტექნოლოგიების შექმნას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.