Jump to content

Intel-მა და NVIDIA ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


Recommended Posts

Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხანგრძლივი საპატენტო დავა ახალი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. წინა შეთანხმების მოქმედების ვადა, რომელისაც ხელი 2004 წელს მოეწერა, 2011 წლის 31 მარტს სრულდება. ახალი შეთანხმების თანახმად, რომელიც ექვს წელს იქნება ძალაში, Intel ამ ვადის განმავლობაში კომპანიას NVIDIA $1,5 მლრდ-ს გადაუხდის და მის საპატენტო პორტფილიოზე წვდომას მიიღებს, NVIDIA-ს პატენტების ჩათვლით გრაფიკულ გადაწყვეტებსა და სუპერკომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, NVIDIA კანონიერ საფუძველზე ისარგებლებს Intel-ის პატენტებით, რომლებიც მიკროპროცესორებსა და ჩიპსეტებს ეხება. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ყოველისმომცველი არაა, და ზოგიერთი კატეგორია, პროცესორების Intel x86 და ფლეშ-მეხსიერების ჩათვლით, მის მიღმა დარჩა.

«ჯვარედინი სალიცენზიო შეთანხმება Intel-ს NVIDIA-ს ტექნოლოგიების სხვადასხვა პროცესორებში ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, Sandy Bridge-ში,— განაცხადა NVIDIA-ს დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა (Jen-Hsun Huang). — იმავდროულად ჯვარედინი ლიცენზირება შესაძლებლობას მოგვცემც შევქმნათ პროცესორები და გამოვიყენოთ უპირატესობები, რასაც Intel-ის პატენტები გვანიჭებს ჩვენს მიერ შექმნილ ყველა ტიპის გადაწყვეტებში, Project Denver-ის, Tegra და სხვა ტიპის პროცესორების ჩათვლით, რომელთა წარმოებაც მომავალში დაიწყება».

Intel-NVIDIA_1111.jpg

NVIDIA-ს ხელმძღვანელმა შემაჯამებელი ხაზი გაუსვა პროექტთან NVIDIA x86 დაკავშირებულ ჭორებსაც. «ჩვენ არ ვაპირებთ პროცესორების x86 წარმოებას,— განაცხადა ჰუანგმა.— ჩვენი გეგმები დაკავშირებულია ARM-პროცესორებთან, რომლებმაც სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა». «NVIDIA ააგებს «მომავლის პროცესორებს»,— ხაზი გაუსვა ჯენსენ ჰუანგმა, და კიდევ ერთხელ გაამწესა არქიტექტურა x86 მეორეხარისხოვან პლატფორმათა რიგში.

მრავალი ექსპერტისთვის, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებათ იმაში, რომ სალიცენზიო შეთანხმება Intel-სა და NVIDIA-ს შორის ხელმოწერილი იქნებოდა, Intel-ის მიერ გადასახდელი თანხის რაოდენობა, დიდი სიურპრიზი იყო. «ეს დიდი თანხაა, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია»,— ვერ შეიკავა ემოციები Gleacher & Company-ის ანალიტიკოსმა დუგ ფრიდმანმა (Doug Freedman). ბაზარმა გარიგების დადებაზე NVIDIA-ს აქციების ფასის ზრდით 4,45% მოახდინა რეაგირება.

წყარო: intel.com

  • Upvote 5
Link to post
Share on other sites

პროცესორების ბაზარზე კიდე ერთი კონკურენტი თუ გამოჩნდება ამას რა ჯობია ნვიდიას სახით :)

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია ორივე კომპანიას უკეთესი პროდუქცია ექნება საერთო ჯამში :thumbsup: ისე როგორც მახსოვს ინტელს და AMD-საც ეგეთი ხელშეკრულება აქვთ დადებული

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია ორივე კომპანიას უკეთესი პროდუქცია ექნება საერთო ჯამში :thumbsup:

ნამდვილად, ეს კი რათქმაუნდა ჩვენთვის არის კარგი. intel-ი როგორც იქნა ისწავის gpu-ების კეთებას (ისე ამ ბოლო დროს არაუშავს), ხოლო nvida-ს საშუალება ექნბა შედარებით მარტივად შექმნას კონკურენტუნარიანი პროცესორი (ნუ ჯერ ალბათ დაბალ შეგმენტში, მომვალში ვნახავთ რა გამუვათ). ხო ნუ თავისთავად x86-ი გამორიცხული იყო, intel-ი არავითარ შემთხევაში არ მისცემდა nvidia-ს მისი გმოაყენების ლიცენზიას.

ისე ეს ორი კომპანია ვერ იტანს ერთმანეთს, უბრალოდ ამჯერად ორივეს ისეთი რამე უნდოდა, რომელიც მეორეს ქონდა და შეთანხმდნენ.

ისე როგორც მახსოვს ინტელს და AMD-საც ეგეთი ხელშეკრულება აქვთ დადებული

დაახლოებით ესეთია, უბრალოდ უკუღმა, x86-ის, მეხსიერეიბის კონტროლებერი, კეშის(გარკვუელი ნაწილის) და დამგემგავის (scheduler) პატენტების გამოყენების უფლებას აძლევენ ერთმანეთს. მაგრამ სხვა amd-ს მიერ შექმინილი ან ati-სთან ერთად შეძელნილი გრაფიკული ბირთვის პატენტების, გამოყენების უფლება intel-ს არა აქვს, თუ ცალკე არ მოელეპარაკება და ფულს არ გადაუხდის amd-ს. amd თავისთავად არ მისცემ ამ პატნეტებს, ისევე როგორც x86-ს intel-ი nvida-ას.

ისე საინტერესო ის არის რომ AMD და intel-ს ორივს შეუძლია ერთმანეთის socket-ზე გამუშვან პროცესორიბი, თუ მოინდომებენ ამას და ეს შეთანხმების დარღვება არ იქნება. ნუ ეს იმ შემთხვაში თუ პროცესორი თავიდნავე დაიგეგმება შესაბამის socket-ზე, თორე დღეს thuban-ზე ბაზირებული ჩიპები, ვერნაერად ვერ დაჯდება sandy-ს socket-ზე.

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites

აუ არადა ძალიან მაგარი იქნებოდა ერთ სოკეტზე რომ გამოუშვან პროცესორები... AMD თუ გამოიცვლის სოკეტს პირდაპირ 2011-ზე რომ დაჯდეს ძალიან მაგარი იქნება...

Link to post
Share on other sites

აუ არადა ძალიან მაგარი იქნებოდა ერთ სოკეტზე რომ გამოუშვან პროცესორები... AMD თუ გამოიცვლის სოკეტს პირდაპირ 2011-ზე რომ დაჯდეს ძალიან მაგარი იქნება...

ეგ არ მოხდება, უბრალოდ თეორიულად შეუძლათ ეგეთი რამს გაკეთება. ეხლა ძალიან გასხვადება არქიტექუტრები

Link to post
Share on other sites

მაგარი ტიპია ჰუანგი, ამის აზრით დღეს ინტელის და AMD-ს CPU-ები აღარ უნდა ყოფილიყო საერთოდ ბაზარზე და ყველაფერი მის საოცარ ვიდეო დაფებს ეკეთებინათ :)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...