Magdalena Posted August 17, 2021 Share Posted August 17, 2021 SpaceX-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიმდინარე წელს არის Starship-ის პირველი ორბიტალური გაშვება. ეს გრანდიოზული მოვლენა უნდა მოხდეს წლის ბოლოსთვის, მაგრამ ილონ მასკის კომენტარებზე დაყრდნობით მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა ხომალდის გაშვებისთვის მზადყოფნამდე. SpaceX-ის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Twitter-ში კვლავ გააზიარა რამდენიმე დეტალი. მასკის კომენტარის თანახმად Starship ორბიტალური ფრენისთვის რამდენიმე კვირაში იქნება მზად, შემდეგ კი საჭირო იქნება ნებართვის მოპოვება მარეგულებელი ორგანოების მხრიდან. ნებართვის მიღების პროცესი შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, აგრეთვე, SpaceX-ის ხელმძღვანელს არაფერი უთქვამს დამატებითი ტესტირებების ჩატარების შესახებ, თუმცა ფაქტია ხომალდი მალე მზად იქნება და ეს დიდი მიღწევაა. აგვისტოს დასაწყისში SpaceX-მა დაასრულა სუპერმძიმე ამაჩქარებელ Super Heavy Booster 4-ზე მუშაობა და დაამონტაჟა მასში 29 Raptor ძრავი, აგრეთვე მოამზადა რაკეტა Starship ორბიტალური ფრენისთვის.იგი პირველად აღიჭურვა ექვსი ძრავით, რომელთაგან სამი ვაკუუმურია. Booster 4-თან ერთად მთლიანი კონსტრუქციის სიმაღლე 120 მეტრს შეადგენს. https://bit.ly/3xIToKg Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.