Jump to content

ჩინური კომპანია Nio მასიური წარმოების ელექტრომობილების ბაზარზე გასვლისთვის ემზადება


Recommended Posts

გზის გავლის ადეკვატური მარაგის მქონე ელექტრომობილები ჯერჯერობით ძვირ სიამოვნებად რჩება, ამიომ ბაზარი იზრდება პრემიალური და მასთან ახლოს მყოფი სეგმენტის მოდელების ხარჯზე. ჩინური კომპანია Nio ლოკალურ ბაზარზე ივლისის შეჯამებით მეოთხე ადგილს იკავებს 7931 რეალიზებული ელექტრომობილით. მომდევნო წელს იგი აპირებს კიდევ ორი ახალი მოდელის წარდგენას, აგრეთვე ემზადება ახალი ბრენდით მასიურ სეგმენტზე გასვლისთვის. 

image.jpeg 

Nio-მ მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადება, რადგანაც მეორე კვარტალში კომპანიამ შეძლო ზარალის თითქმის ორჯერ, 102 მლნ აშშ დოლარამდე შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აპრილიდან ივნისამდე პერიოდში Nio-მ მომხმარებლებს მიაწოდა 21789 ელექტრომობილი, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური კვარტლის მაჩვენებელს. იანვარში Nio-მ წარადგინა თავისი პირველი სედანი ET7, მანამდე კომპანია სპეციალიზდებოდა ელექტრო ქროსოვერების წარმოებაზე. ახალი სედანის მიწოდება 2022 წელს დაიწყება. 

როგორც Reuters აღნიშნავს, Nio-ს ხელმძღვანელმა უილიამ ლიმ განაცხადა, რომ მომდევნო წელს კიდევ ორ ახალ მოდელს წარადგენს, თუმცა მათი მახასიათებლების გაზიარებაზე უარი თქვა. კომპანია აპირებს მასობრივ სეგმენტზე გასვლას ახალი სავაჭრო ნიშნით და ამ ბრენდისთვის გუნდი ამჟამად უკვე შექმნილია. Nio ევროპის ბაზარზე შესვლას ნორვეგიიდან აპირებს, სადაც ელექტრომობილები მეტად პოპულარულია, ათწლეულის შუა პერიოდისთვის კი განიხილავს აკუმულატორების შესაცვლელი საფირმო სადგურების რაოდენობის 4 ათასამდე გაზრდას. ამგვარი მიდგომა ბატარეის ხანგრძლივი დამუხტვის ალტერნატივაა - ავტომატური მანიპულატორები შეცვლიან დამჯდარ აკუმულატორს რამდენიმე წუთში, ელქტრომობილის მფლობელი გზის გაგრძელებას ფაქტობრივად დროის დაკარგვის გარეშე შეძლებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.