Jump to content

ილონ მასკმა NASA-ს დახმარება შესთავაზა მთვარის მისიისთვის საჭირო სკაფანდრის შექმნაში


Recommended Posts

SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა NASA-ს დახმარება შესთავაზა მთვარეზე ფრენისთვის საჭიო სკაფანდრის შექმნაში. ამის შესახებ ბიზნესმენმა Twitter-ის მეშვეობით განაცხადა. ამრიგად მოახდინა მან რეაგირება კოსმოსური სააგენტოს ინსპექციის ანგარიშზე, რომელშიც დაფიქსირდა გრაფიკზე ჩამორჩენა, რის გამოც საჭირო გახდება მთვარეზე ასტრონავტების გაშვების გადავადება. 

image.jpeg 

წყარო: Inc.Magazine 

„აუცილებლობის შემთხვევაში SpaceX-ს შეუძლია ამაში დახმარება“ - დაწერა მასკმა. 

როგორც წყარო აღნიშნავს, SpaceX-ს აქვს გამოცდილება საკუთარი სკაფანდრების შექმნაში, რომლებიც Crew Dragon-ით ფრენებისას გამოიყენება. ამასთან, უპირველეს ყოვლისა, ეს სკაფანდრები განკუთვნილია ექსტრემალური სიტუაციებისთვის - ხომალდში არსებული ხანძრის ან რაკეტის ჰერმეტულობის დარღვევისას. 

NASA-ს წარმომადგენელმა მონიკა ვიტმა CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა სააგენტოს მოთხოვნა კომერციული აღჭურვილობისა და სკაფანდრების შესყიდვის შესახებ. არ არის დაზუსტებული, აპირებენ მათ გამოყენებას ბორტზე თუ გამოიყენებენ ახალი ნიმუშების შექმნისთვის. 

NASA-ს ინსპექციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც გამოაცხადა მთვარეზე ფრენის გადადების შესახებ. მიზეზი იყო დაფინანსების პრობლემები და სკაფანდრების შექმნის საკითხი. ამის გამო გამგზავრების თარიღი 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.