Magdalena Posted August 11, 2021 Share Posted August 11, 2021 გერმანულმა საფეხბურთო ბუნდესლიგამ პარტნიორობა დაიწყო საკოლექციო ნივთების მწარმოებელ Topps-თან, რათა გამოუშვას არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) პირველი კოლექცია 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეებით. ბლოკჩეინ Avalanche-ზე არსებულ ნაკრებში აგრეთვე შევა ხსენებული სეზონის ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავები და მნიშვნელოვანი მომენტები. NFT ფორმატის საკოლექციო ბარათები Common-იდან Legendary-მდე 10 აგვისტოდან გაიყიდება. ”თითოეულ სეზონს გააჩნია მომენტები და მოთამაშეები, რომლებიც თვალწარმტაცი და საამაყოა,” - განაცხადა Bundesliga International-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ კლაინმა. აპრილში Topps-მა გამოუშვა ბეისბოლის მთავარი ლიგის ბარათების პირველი ოფიციალური სერია NFT-ის ფორმატში. ივნისში მიუნხენის ბაიერნის კანადელმა ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა Binance-ის მარკეტფლეისზე წარმოადგინა საკუთარი NFT კოლექცია. https://bit.ly/3fQoU2R Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.