Jump to content

SpaceX გასაშვებად ამზადებს თანამგზავრს, რომელიც კოსმოსში რეკლამას გაუშვებს


Recommended Posts

image.jpeg 

კანადური კომპანია Geometric Energy-ს დირექტორმა სამეულ რიდმა განაცხადა SpaceX-თან ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც კოსმოსში ახალი სერვისის ამოქმედებას გულისხმობს. საუბარი რეკლამის ჩვენებას ეხება, რომელიც დედამიწიდან ხილული არ იქნება, თუმცა მის ფონზე დედამიწა კარგად გამოჩნდება. რიდს მიაჩნია, რომ ასეთი პიარის შესაძლებლობისთვის მსხვილ ბრენდებ დაიწყებენ რეალურ ფინანსურ ბრძოლა და ამიტომ აუქციონი უკვე დაგეგმა. 

იდეა ის არის, რომ SpaceX-ის ერთ-ერთი თანამგზავრის აღჭურვა მოხდეს დიდი ეკრანით, რომლის წინ მიმაგრდება „სელფის ჯოხის“ ანალოგი - მანიპულატორი კამერით. როდესაც ვინმე რეკლამას დაუკვეთს, მას გამოტანენ ეკრანზე, თანამგზავრი ზურგით შეტრიალდება პლანეტისკენ და სელფის გადაიღებს. ამის შემდეგ დედამიწაზე არსებულ ჩვეულებრივ ეკრანებზე გამოჩნდება რეკლამა პლანეტის ფონით. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და ეფექტური ფონი. 

რეკლამა მუდმივად შეიცვლება. პოზიციები აუქციონის მსვლელობისას განისაზღვრება. განთავსებისთვის საჭიროა ხუთი ტოკენის შეენა: Gamma პასუხისმგებელია დისპლეის სიკაშკაშეზე; Beta განსაზღვრავს X კოორდინატს; Ро განსაზღვრავს Y კოორდინატს; Xi პასუხისმგებელია დემონსტრაციის დროზე. ეს არის ის, რაც ეხება სადემონსტრაციო გამოსახულების ტექნიკურ მახასიაებლებს, აგრეთვე არის ადგილი რიგისთვის, რომელიც ფსონის სიდიდის მიხედვით განისაზღვრება. რიდი ამას უწოდებს "ყველაზე დემოკრატიულ წვდომას სივრცეში", ვინაიდან კონტენტს არ აქვს შეზღუდვები - დამკვეთს შეუძლია დაარეკლამოს ყველაფერი, რაც მოესურვება. 

ტოკენებისა და რიგის ადგილის შეძენა შესაძლებელია დოლარში, თუმცა უმჯობესია შეძენა კრიპტოვალუტა Dogecoin-ით. სამუელ რიდმა გამოთქვა იმედი, რომ საბოლოოდ ყველა ფინანსურ ოპერაციას ამ პლატფორმაზე გადაიტანს. SpaceX-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პროექტის შესახებ. როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, კანადური სტარტაპი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკელ პარტნიორებთან 2018 წლიდან, მაგრამ ჯერჯერობით დიდი წარმატების გარეშე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.