Magdalena Posted August 9, 2021 Share Posted August 9, 2021 Steam-მა გამოაქვეყნა ივლისის გამოკითხვის მონაცემები. კვლევა ეხება როგორც ცენტრალურ პროცესორებს, ასევე ვიდეო დაფებს. ცხრილიდან ჩანს, რომ AMD-ის მაღალი დონის მოწყობილობები საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება 3.7 გჰც და მეტ სიხშირეს. თუმცა Intel-ის შედარებით დაბალბიუჯეტურმა შემოთავაზებებმა უზრუნველყო ბაზრის უფრო დიდი ნაწილის დაკავება. ვიდეო დაფებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში NVIDIA-ს ადაპტერები დომინირებს. კომპანიის ჯამურმა წილმა ბაზარზე 75.41% შეადგინა. AMD-ის წილი შეადგენს 15.31%-ს, Intel-ისა კი - 9.09%-ს. ივლისში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მობილურ ვიდეო დაფა RTX 3060-ზე. გეიმერებს შორის მატებამ, რომლებიც მობილურ RTX 3060-ს იყენებდნენ, 0.15% შეადგინა. მას მოსდევს GTX 550 Ti - ასევე 0.15%-იანი ზრდით და პერსონალური კომპიუტერის RTX 3060 ვერსია - 0.13%-იანი ზრდის მაჩვენებლით. NVIDIA-ს ვიდეო დაფების სხვადასხვა თაობას შორის ყველაზე პოპულარულია Pascal არქიტექტურაზე დაფუძნებული მოწყობილობები (GTX 1000) - 25.62%. შემდეგია Turing GTX (GTX 1600) ვიდეო დაფები - 15.13%, Turing RTX (RTX 2000) - 12.65%, Maxwell (GTX 900) - 4.49% და Ampere (RTX 3000) - 3.8%. AMD-ს წილი მნიშვნელოვნად დაბალია. Polaris (RX 400 და RX 500) - 5.1%, Vega (APU + დისკრეტული) - 2.17%, RDNA1 - 1.57% და RDNA2 კი - სულ რაღაც 0.30%. სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ RDNA3 არქიტექტურის გამოშვებით, ეს კი 2022 წლის საკითხია. https://bit.ly/3jriBDQ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted August 9, 2021 Share Posted August 9, 2021 3 hours ago, Magdalena said: DNA2 კი - სულ რაღაც 0.30%. Well, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ მთელი ეგ არქიტექტურა 3090-ზე ნაკლები გამოუშვა ამდ-მ, რა გასაკვირია როგორც ჩანს კონსოლებს მიაწვნენ, სხვა არაფერი მაფიქრდება ისე, დაი ზომის გამო, 6600XT, რომლის მიმოხილვებიც ხვალ დაიდება, წეისთ ბლომად უნდა გამოუშვან მსრპ ფასზე 15-20%-ით მეტად, რათგან ორჯერ პატარაა 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.