Jump to content

არაოფიციალური ცნობებით, Tesla-ს უკვე აქვს 25 ათას აშშ დოლარიანი ელექტრომობილის პროტოტიპი


Recommended Posts

გასული წლის სექტემბერში ილონ მასკმა 4680  ტიპის აკუმულატორების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში ბაზარზე გამოვიდოდა დაახლოებით 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილი, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მასზე მუშაობა შანხაის ქარხანაში მიმდინარეობდა. ამჟამად ერთ-ერთი ჩინელი ბლოგერი აცხადებს, რომ ამგვარი ელექტრომობილის პროტოტიპი უკვე მზად არის, საგამოცდო წარმოება კი წლის ბოლომდე დაიწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

როგორც ჩინური წყარო აღნიშნავს, Tesla-მ უკვე ჩამოაყალიბა კომპონენტების მომწოდებლების ერთობლიობა ბიუჯეტური მოდელის წარმოებისთვის. როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, სერიული ვერსიის მალე გამოსვლა არსებულ პირობებში საკმაოდ რთულია. ცოტა ხნის წინანდელ კონფერენციაზე Tesla-მ აღიარა, რომ ვერ ასწრებს Cybertruck-ისა და Semi-სთვის საჭირო 4680 ტიპის ბატარეების საკმარისი რაოდენობის წარმოებას მიმდინარე წლის ბოლომდე.  

ტეხასსა და გერმანიაში წარმოებულმა Model Y ქროსოვერებმაც 4680 ტიპის ბატარეები და სტრუქტურული აკუმულატორები უნდა გამოიყენონ, მაგრამ ამჟამად კომპანიას შეუძლია ამგვარი ბატარეების მიღება მხოლოდ გარე მომწოდებლებისგან, ან საკუთარი კალოფორნიული საპილოტე საწარმოო ხაზიდან, რომლის სიმძლავრე არც ისე დიდია. 4680 ტიპის ბატარეებით Tesla-ს მომარაგებისთვის მზად არიან LG Energy Solution, Samsung SDI და Panasonic, თუმცა მასიური მიწოდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2023 წლისთვის. 

გამოდის, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში Tesla-ს ვერ ექნება ხელსაყრელი პირობები 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილის მასობრივი წარმოებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ხსენებული მოდელის წარმოება ჩინეთში მოხდება, რადგან ეს ბაზარი Tesla-სთვის მეტად მნიშვნელოვანია, მასზე კონკურენცია კი - ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი. 

კომპანია ევროპისთვისაც გეგმავდა კომპაქტური ელექტრომობილის შექმნას, მაგრამ ჯერჯერობით რთულია თქმა, გადაიკვეთება თუ არა იგი ჩინურ მოდელთან. გასულ კვარტალში Tesla-ს შანხაიში არსებული პლატფორმა გახდა ელექტრომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი, რადგანაც კომპანიის ამერიკული საწარმოები მუშაობენ ძირითადად შიდა ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 4680 ტიპის ბატარეების წარმოებაში CATL-ის მონაწილეობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამარტივოს ხელმისაწვდომი ელექტროტრანსპორტის შექმნის ამოცანა, რადგანაც ამჟამად სწორედ ამ კომპანიის წარმოების, რკინის ფოსფატის საფუძველზე შექმნილი ბატარეებით აღიჭურვება ჩინეთში აწყობილი საბაზისო Tesla Model 3 მოდელი და შესაძლებელია ისინი უფრო გაიაფდეს, ვიდრე გაძვირდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.