Magdalena Posted August 4, 2021 Share Posted August 4, 2021 მოწინავე გეიმინგ პროდუქტებისადმი მიძღვნილ ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე კომპანია BOE-მ წარადგინა მონიტორი 480 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 1 მწ რეაქციის დროით. გამოსახულების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საფირმო გადაწყვეტილება BOE ADS Pro ტექნოლოგია Mini-LED-ის საფუძველზე. ფოტოს წყარო: sparrowsnews.com Mini-LED-ზე დამყარებული მატრიცა გვთავაზობს კონტრასტულობის მაღალ დონეს. ეკრანი დაყოფილია განათების 10 ათას ზონად, ამასთან სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი 2000 კდ/მ²-ს აღწევს. მსოფლიო ბრენდები, მაგალითად LG და AU Optronics ჯერჯერობით მხოლოდ საუბრობენ ამგვარ მახასიათებლებზე. ახალი გეიმინგ მოინტორი მაქსიმალური დინამიკით გვთავაზობს გამოსახულების ზუსტად გადმოცემას ღრმა შავი ფერით. მომხმარებლების მხედველობაზე ზეწოლის შემცირების მიზნით BOE-მ იზრუნა ლურჯი გამოსხივების გაფილტვრაზე და უზრუნველყო 0.081 მაჩვენებელი, რამაც დისპლეის საშუალება მისცა გაევლო TÜV Rheinland Eyesafe სერტიფიცირება. სამწუხაროდ, BOE-ს ახალი მოდელის სახელწოდება ისევე, როგორც მისი ფასი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ღონისძიება ChinaJoy 2021-ზე, სადაც შედგა ახალი მონიტორის წარდგენა, კომპანიამ რამდენიმე გეგმა გააზიარა. უახლოეს მომავალში BOE-მ შესაძლოა დააანონსოს ულტრაფართე რკალისებრი გეიმინგ დისპლეი OLED-მატრიცით, გვერდების შეფარდებით - 32:9 და სიმრუდის 1800R რადიუსით. გამოსაშვებად მზადდება აგრეთვე ულტრათხელი მოდელი მინიმალური ზომის ჩარჩოთი. მუშაობა მიმდინარეობს აგრეთვე ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობაზე, ამგვარ პროდუქტებს საფუძვლად დაედება OLED-დისპლეი კვადრატულ დუიმზე 6000 პიქსელი სიმჭიდროვით, რაც უზრუნველყოფს 4K+ გაფართოებას თითოეული თვალისთვის და 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირეს. კომპანიის წარმომადგენლების შეხსენებით, ამჟამად BOE გახლავთ მსოფლიოში გეიმინგ დისპლეების უმსხვილესი მომწოდებელი. მის მოწყობილობებს იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Acer, ASUS, Dell, HP და Lenovo. Omdia-ს მარკეტოლოგების მონაცემებით ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, 120 ჰერცი განახლების სიხშირის მქონე დისპლეების ბაზარზე კომპანიის წილი 2020 წელს 24%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი შესაძლოა 50%-ს მიაღწიოს. https://bit.ly/3flTdOG Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.