Jump to content

Tesla-მ ელექტრო სატვირთო Semi-სა და პიკაპ Cybertruck-ის გამოშვება მომდევნო წლისთვის გადადო


Recommended Posts

ელექტრო ქროსოვერ Model Y-სა და კომპაქტურ სედან Model 3-ზე არსებულმა დიდმა მოთხოვნამ ელექტრომობილების წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების დეფიციტის ფონზე კომპანია Tesla აიძულა კიდევ ერთხელ გადაეტანა ელექტრო სატვირთო Semi-სა და ფუტურისტულ პიკაპ Cybertruck-ის გამოშვება. 

image.jpeg 

ელექტრო სატვირთო Semi 2017 წელს დაანონსდა, კომპანიამ მისი გამოშვება 2022 წლამდე გადაიტანა. თავდაპირველად ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია მის მასობრივ წარმოებას 2019 წლისთვის გეგმავდა, რაც მეტისმეტად ოპტიმისტური პროგნოზი აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას უწევს ელექტრმობილების გამოშვების თარიღების გადავადება. 

კომპანიის განცხადების თანახმად, ელექტრო სატვირთოს გამოშვების გადავადების მთავარი მიზეზია 4680 ტიპის ელემენტებზე მომუშავე აკუმულატორების დეფიციტი, რომელთა ბაზაზე მუშაობს სატვირთო. 

image.jpeg 

„ჩვენ წარმატებით დავასრულეთ Semi-სთვის განკუთვნილი ბატარეების წარმადობისა და გამძლეობის გამოცდა კალიფორნიაში არსებულ ჩვენს საწარმოში და ვუახლოვდებით საწარმოო ატესტაციის დამთავრებას. არსებული პროგრესის მიუხედავად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს მანამ, სანამ მასობრივ წარმოებას დავიწყებდეთ“ -  განაცხადა Tesla-მ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში. 

ეს სიახლე მკვეთრად ეწინააღმდეგება კომპანიის ადრინდელ განცხადებებს, რომელთა თანახმად 2021 წელს კომპანია შეძლებდა კვირაში 5 სატვირთო Semi-ს გამოშვებას. ცხადია, სატვირთოს ამ ეგზემპლარებს Tesla გამოიყენებს ტესტირებებისთვის, სანამ მასობრივი წარმოება დაიწყება. 

Tesla-ს განცხადების თანახმად სატვირთო Semi გამოვა ორ ვერსიად: ერთი მათგანის გავლის მარაგი იქნება დაახლოებით 500 კმ და ეღირება 150 ათასი აშშ დოლარი, მეორე მათგანისა კი - 800 კმ მარაგი და ფასი - 180 ათასი აშშ დოლარი. Semi დაიმუხტება სადგურების ქსელ Megacharger-ში, რომელიც უზურნველყოფს უფრო მაღალ სიმძლავრეს Supercharger-სადგურებთან შედარებით, რომლებიც კომპანიის მსუბუქი ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. 

image.jpeg 

კომპანია მომავალ წლამდე აფერხებს აგრეთვე ყველგანმავალ Cybertruck-ის გამოშვებას, რომელიც მან 2019 წელს წარადგინა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პიკაპის წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყებოდა ოსტინში მდებარე ქარხანა Gigafactory-ში, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ქროსოვერ Model Y-ის წარმოების მოცულობის გაზრდას. 

„ჩვენ ვამჩნევთ პროგრესს Cybertruck-ის ინდუსტრიალიზაციაში, ჩვენ მას გამოვუშვებთ ოსტინის ქარხნიდან Model Y-ის შემდეგ. ამჟამად Cybertruck ალფა-ტესტირების სტადიაში. ბეტა-ტესტირების ფაზაში გადავალთ მიმდინარე წელს მოგვიანებით“ - აღნიშნა კომპანიამ. 

Cybertruck--ს საბაზისო მოდელი კომპანიამ 39990 აშშ დოლარად შეაფასა, ელექტრო პიკაპის უფროსი, სამი ძრავის მქონე ვერსიის ფასი კი 69990 აშშ დოლარიდან იწყება. ელექტრომობილს ექნება 800 კმ-მდე სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე და შეძლებს 4.5 ტონა ტვირთის გადატანას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.