Magdalena Posted July 30, 2021 Share Posted July 30, 2021 ეს იქნება „განსახიერებული ინტერნეტი“, სადაც მფლობელებს წვდომა ექნებათ სხვადასხვა მოწყობილობაზე: კომპიუტერებიდან დაწყებული მობილური გაჯეტებითა და გეიმინგ კონსოლებით დამთავრებული. იგი ერთდროულად რამდენიმე პლატფორმას გააერთიანებს. პოპულარული სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გააზიარა სამომავლო გეგმები. როგორც აღმოჩნდა, უახლოესი ხუთი წელი „ცხელი იქნება“, რადგანაც ეს პერიოდი მოიცავს ქსელური „მეტასამყაროს“ შექმნის გეგმას. საინფორმაციო რესურს The Verge-ის ინფორმაციით, ცუკერბერგი აპირებს წარადგინოს ე.წ. განსახიერებული ინტერნეტი, რომელიც სივრცეში სრულად ჩაძირვის შეგრძნებას შექმნის. მაგალითის სახით ცუკერბერგს მოჰყავს ვირტუალური 3D-კონცერტი, როგორც პერსპექტიული ფორმატი. ამავდროულად, იდეის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ VR, არამედ ვირტუალური სამყაროს ბევრად უფრო რთული კომპონენტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმალური ჩაღრმავების ეფექტი, როგორც ყველაზე საინტერესო ფორმატი მომხმარებლისთვის (ბოლოს და ბოლოს, დღესდღეობით ტყუილად არ იდება ასეთი ინვესტიციები ტექნოლოგიაში). ცუკერბერგმა ასევე დააანონსა ერთდროულად რამდენიმე პლატფორმის გამოყენება საკუთარი „მეტასამყაროს“ შექმნისთვის და მას პირობითად ჰიბრიდული პროდუქტი უწოდა. აქვე უნდა აღინიშნოს „უსასრულო ოფისი“ – Facebook-ის დამფუძნებლის კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, რომელიც მისი განმარტებით ვირტუალურ სივრცეში შექმნის სხვადასხვა სამუშაო ადგილს, შესაძლებელი იქნება თანამშრომლების ნებისმიერ ადგილას „გადაყვანა“ ვირტუალური ჰოლოგრამის სახით, მიუხედავად მათი ფაქტობრივი ადგილმდებარეობას. როგორ და რატომ - ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ თავად ცუკერბერგი გვპირდება მომხდარი რეალობის სრულ აღქმას. იგი დარწმუნებულია, რომ ასეთი ტექნოლოგიები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა გაჯეტები ექნებათ ხელთ. ამ გეგმებზე კომენტარი გააკეთა ცნობილმა ექსპერტმა ვერიტი მაკინტოშმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამგვარი მასშტაბის ახალი VR-ტექნოლოგიების დანერგვა Facebook-ისთვის ნამდვილი ოქროს საბადო გახდება. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ გეგმების პრაქტიკულ რეალიზებას. https://bit.ly/3BJfjnU Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blue_Origin Posted June 29, 2023 Share Posted June 29, 2023 ცუკერას იმედია კარგად გატყიპავენ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.