KetiSilagava Posted July 28, 2021 Posted July 28, 2021 ფიშინგი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. იდეა მარტივია, იქმნება ბანკის ან რომელიმე კომპანიის ყალბი გვერდი, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ნამდვილთან, საიტის ველში კი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლო ანსხვავებდეს, ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მოტყუვდეს, თუმცა როგორც კი მცირედი ეჭვის თვალით შეხედავთ, მაშინვე ყველაფერს ფარდა აეხდება. ასეთი გვერდის აღმოჩენისას ეს ინფორმაცია კონკრეტულ ბანკს უნდა აცნობოთ, რომელიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს. კომპანიის შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების სისტემები არაა სწორად ინტეგრირებული, დიდი შანსია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეთ. ორგანიზაციებში ჰაკერები კომპლექსურ შეტევის გზებს იყენებენ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია კომპანია, მთავარია რამდენად ღირებულ ინფორმაციას ინახავთ, რომლის მოსაპოვებლადაც დამნაშავე ყველაფერზეა წამსვლელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მკაცრი ზომები კომპანიებისთვის, რომლებიც ინფორმაციას ციფრული გზით ინახავენ.უსაფრთხოება კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანების მიერ იყოს გამართული. აუცილებელია სისტემის განახლება და მონიტორინგი. საუკეთესო ვარიანტია აუთსორს კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, ვინც სრულად გამართავს და უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სისტემები კომპანიის შექმნის დღიდანვე უნდა იყოს გამართული, რადგან წარმატების მოპოვებასთან ერთად იზრდება რისკებიც. Quote
Power_VANO Posted July 31, 2021 Posted July 31, 2021 @KetiSilagava რეკლამას ჩვენთან თავისი ფორმა და წესები აქვს, პოსტი დაგირედაქტირეთ, ბმულები წავშალე. გთხოვთ, მომავალში შეუთანხმებელი რეკლამისგან თავი შეიკავოთ: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.