Magdalena Posted July 16, 2021 Share Posted July 16, 2021 ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ვენჩურული დაფინანსების მოცულობა პირველი კვარტლის შეჯამებით 90%-ით, რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარი მონაცემები მოჰყავთ The Block-ის მკვლევარებს. სპეციალისტებმა დაითვალეს 497 დადებული გარიგება. მათ შორის ადრეულ და მომწიფებულ ეტაპებზეა 171 და 202, შესაბამისად. ყველაზე დიდი ინტერესი ფულადი გამოხატულების კუთხით მიიზიდეს კომპანიებმა, რომლებიც გვთავაზობენ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებსა და კრიპტო საფინანსო სერვისებს. ანალიტიკოსებმა შერჩეულებიდან გამორიცხეს კრიპტო ბირჟა Bullish-ის შერწყმა Far Peak Acquisition-თან, რომლის ღირებულება 9.7 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. პირველ კვარტალში მაჩვენებელმა შეადგინა 3.27 მლრდ აშშ დოლარი. ერთი წლის წინ დაფინანსების მოცულობა 436 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. წყარო: The Block. შეგახენებთ, მაისში Fintech-სტარტაპ Figure Technologies-მა მოიზიდა 200 მლნ აშშ დოლარი. იმავე თვეში USDC-ის ერთ-ერთმა ემიტენტმა, კომპანია Circle-მა დაფინანსების რაუნდი 440 მლნ აშშ დოლარით დახურა. ივნისში ამერიკულმა მაინინგ კომპანია Stronghold Digital Mining-მა მიიღი 105 მლნ აშშ დოლარი ფასიანი ქაღალდების ორი კერძო განთავსების შედეგად. https://bit.ly/36w2jUb Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.