Magdalena Posted July 8, 2021 Share Posted July 8, 2021 კრიპტოვალუტების ბაზარზე პარადოქსული ვითარებაა: ამ დროისთვის კრიპტოვალუტების ღირებულება შემცირდა, თუმცა მაინერების შემოსავლები მხოლოდ მატულობს. Bitcoin-ის ფასის კლებამ ბევრი მაინერი დააფრთხო, რამაც შედეგად დარჩენილი მაინერების შემოსავალი გაზარდა. ამის შესახებ აცხადებს ჩინური პორტალი Mydrivers.com. მიმდინარე წლის მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბრძოლა დაეწყო კრიპტოვალუტების მოპოვების წინააღმდეგ, აგრეთვე უარი ეთქვა Bitcoin-ზე. ამგვარი გადაწყვეტილებების შედეგად Bitcoin-ის ფასი ორჯერ შემცირდა და დაახლოებით 30 ათასი აშშ დოლარის დონეზე შეჩერდა. ქსელის სიმძლავრე Bitcoin-ის მოპოვებისას 50 პროცენტით შემცირდა, რის შემდეგაც ალგორითმში მოხდა ცვლილებები, ხოლო მოპოვების სირთულე შემცირდა 28 პროცენტით. ამჟამად ბლოკის გამოთვლაზე დახარჯული დრო 10 წუთია, ხოლო ადრე შეადგენდა 14-19 წუთს. ამასთანб გაიზარდა რენტაბელურობა აღჭურვილობაზე. მიახლოებითი გამოთვლები ამგვარ შედეგს იძლევა: ერთი და იმავე აღჭურვილობის გამოყენების პირობებში მაინერების შემოსავალი დღეში 29 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ადრე ეს მაჩვენებელი დღეში 22 აშშ დოლარს შეადგენდა მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის კურსი ბევრად მაღალი - 60 ათასი აშშ დოლარი იყო. Compass Mining-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია მაინერების მოგების ზრდა 35%-ით. https://bit.ly/3hvscsm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.