Magdalena Posted July 3, 2021 Share Posted July 3, 2021 SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ფართო საზოგადოებას გააცნო დეტალები სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ის წარმატებისა და პერსპექტივების შესახებ. ანტრეპრენერმა აღიარა, რომ კომპანია ბევრ ფულს კარგავს პირველი მომხმარებლების ქსელში შესასვლელად ტერმინალების შესყიდვის სუბსიდირებით. ამასთან, მასკი იმედს არ კარგავს, რომ Starlink მომავალში მოგების მიღებას დაიწყებს. SpaceX-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტერმინალის ღირებულება, რომელიც კომპანიის მომხმარებლებს დაახლოებით 500 აშშ დოლარად გადაეცემათ, რეალურად 1000 აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, SpaceX უკვე მუშაობს მომავალი თაობის ტერმინალზე, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირების იმავე შესაძლებლობებს, მაგრამ კომპანიას დაეხმარება წარმოების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში. მასკი მზად არის იმისთვის, რომ Starlink-ში მოუწევს 30 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტირება მანამ, სანამ იგი SpaceX-ისთვის მნიშვნელოვანი მოგების მოტანას დაიწყებს. მალე კომპანია გეგმავს ე.წ. Starlink 1.5-ის გაშვებას. განახლებული თანამგზავრები ერთმანეთს დაუკავშირდება ლაზერული ხაზებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა უწყვეტი გადაცემა დიდი ფართობის ტერიტორიებსა და პოლარულ რეგიონებში. მომდევნო წელს გაეშვება Starlink 2, რომელიც, მასკის თქმით, კიდევ უფრო ფართო ფუნქციონალს შემოგვთავაზებს. მასკმა ასევე გააზიარა Starlink თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების გეგმები კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გამოყენებით. ანტრეპრენერი იმედოვნებს, რომ Starship-ის მეშვეობით თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანის პირველ მცდელობას კომპანია SpaceX უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებს. https://bit.ly/3y7k206 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.