Magdalena Posted June 23, 2021 Share Posted June 23, 2021 კომპანია LG-მ ჩაიფიქრა უჩვეულო ტელევიზორის პანელის შექმნა, რომელიც დამყარებული იქნება დრეკადი დისპლეის ბაზაზე. როგორც რესურსი LetsGoDigital გვაცნობებს, ახალი ტელევიზორის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში. საუბარი ეხება პანელს, რომელიც ჰორიზონტალურად იხვევა. როგორც საპატენტო ილუსტაციებიდან ვხედავთ, მოწყობილობა შემდგარი იქნება ბაზისგან, რომელზეც დაყენებულია მოძრავი მოდულები. დაკეცილ მდგომარეობაში ამგვარი ტელევიზორი გარეგნულად მოგვაგონებს აკუსტიკური სისტემის დინამიკს ვერტიკალურად გამოწეული დისპლეით. ვიდეომასალებზე ჩანს, რომ მარცხენა და მარჯვენა მოდულები გადაადგილდება ჰოროზონტალურად, ეკრანი კი ჩვეულ სტანდარტულ ფორმას მიიღებს. საინტერესოა ის, რომ დრეკადი ეკრანი მოიცავს მოძრავი მოდულების გვერდით ნაწილებს: ამ სივრცეებზეც შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გახმაურებული პანელის მახასიათებლები. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მასში გამოყენებული იყოს მატრიცა ორგანული შუქდიოდებით (OLED) და გვერდების შეფარდებით - 16:9. უნდა აღინიშნოს, რომ LG-მ გასულ წელს დაიწყო ტელევიზორ Signature OLED R-ის გაყიდვა. მას აქვს 65-დუიმიანი დრეკადი ეკრანი, რომლის გრაგნილივით დახვევაა შესაძლებელი და სრულიად იფარება ბაზის შიგნით. https://bit.ly/3gETbT8 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.