Jump to content

შეერთებული შტატები ჩინურ 5G ტექნოლოგიებთან ბრძოლის აქტიურ ფაზაში გადადის


Recommended Posts

აშშ-ის ხელისუფლება ყველა რესურსის გამოყენებას აპირებს 5G ტექნოლოგიების ბაზარზე ჩინური კომპანიების შევიწროებისთვის. თუკი ადრე აშშ ძირითადად მუქარებითა და დარწმუნების მცდელობებით შემოიფარგლებოდა, ამჯერად მოქმედებაში შემოდის სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს პრეფერენციებსა და სპეციალურ სწავლებებს მათთვის, ვინც უარს განაცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობაზე. 

image.jpeg 

The Wall Street Journal-ის თანახმად, ფინანსური წახალისება განხორციელდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან შეერთებულ შტატების მხარე დაიჭირონ სავაჭრო ომში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკოსებისთვის კი მოხდება სპეციალური ტრენინგების ორგანიზება - საგანმანათლებლო მასალების გარდა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ჩინური 5G ტექნოლოგიებზე უარის უმტკივნეულოდ მთქმელთათვის. 

ავარი მიანია არ დაიშვას Huawei Technologies Co.-სა და ZTE Corp-ის აღჭურვილობის ბაზაზე 5G ქსელების აწყობა. ამერიკული ხელისუფლების მონაცემებით უახლოეს თვეებსა და წლებში ორგანიზებული იქნება სპეციალური ტრენინგები პოლიტიკოსებისთვის, მარეგულირებლებისა და სამეცნიერო თანამშრომლებისთვის, რომლებიც მობილური ქსელების დანერგვაში მონაწილეობენ. პროექტი განხორციელდება აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ეგიდით. 

მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, აშშ-ის ხელისუფლება ამზადებს სახელმძღვანელოს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოსა და სხვა მოკავშირეების მაგალითზე მოცემული იქნება, თუ როგორ უნდა დაწესდეს შეზღუდვები ჩინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენებაში. 

ე.წ „დიდმა შვიდეულმა“ უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია გლობალური ინფრასტურქტურის - Build Back Better World-ის მშენებლობის შესახებ. იგი გვევლინება, როგორც ჩინურ პროექტ Belt and Road-ის ალტერნატივა, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინვესტიციებს მთელი მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამასთან, აშშ-ის პროექტი არ არის „დიდი შვიდიანის“ ინიციატივის ნაწილი - აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატელეკომუნიკაციო ქსელების მშენებლობის საკითხს ჩინური აღჭურვილობის გამოყენების შემთხვევებში კიბერ ჯაშუშობისა და სხვა საფრთხეების რისკების გამო. 

აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა დაივიწყეს უთანხმოებები და მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიღება საშუალებას მისცემს ევროპის ქვეყნებს დახმარება მიიღონ "არა ჩინური" ქსელის აღჭურვილობის შეძენისას. ეს უკვე ეკონომიკური ომის პიკია - კამპანია, რომელიც Huawei-ს აღჭურვილობაზე უარის თქმას წაახალისებდა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წარმატება ნაწილობრივი აღმოჩნდა - მაგალითად, გერმანიამ უარი თვა Huawei-ს აღჭურვილობის აკრძალვაზე, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა გაითვალისწინა „უფროსი პარტნიორის“ თხოვნა. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ Huawei- და სხვა ჩინური კომპანიების აპარატურა, როგორც წესი, იაფია, ვიდრე Ericsson-ისა და Nokia- მსგავსი გადაწყვეტილებები - აშშ ირწმუნება, რომ კიბერუსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მყისიერი მოგება. 5G მჭიდროდაა ინტეგრირებული ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში, ავტომატიზირებული ქარხნებიდან დამთავრებული გულისცემის განმსაზღვრელ ერსონალურ სენსორებით. ამავე დროს Huawei და სხვა კომპანიები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან დაკავშირებული ჩინეთის ხელისუფლებასთან და მათი აღჭურვილობა ჯაშუშური მიზნებით არ გამოიყენება. 

გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა დიდი გამარჯვება მოიპოვა და ეთიოპიას გამოუყო 500 მლნ აშშ დოლარის კრედიტი მელ ქვეყანაში 5G ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, რითაც ჩინური კონკურენტები შეავიწროვა. ჯერჯეობით ამერიკულ ხელისუფლებას კანონი კრძალავს ანალოგიური სესხების გაცემას ევროპის ღარიბ ქვეყნებზე, რომლებიც არასაკმარისად ღარიბნი არიან იმისთვის, რომ „განვითარებადად“ ჩაითვალონ. ასეა თუ ისე, კანონში უკვე შევიდა გარკვეული გამონაკლისები და სამომავლოდ ორივე მხარე მზადაა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის შეძენისთვის. მოსალოდნელია, რომ შესწორებები ძალაში მიმდინარე წელს შევა. 

The Wall Street Journal-ის თანახმად ევროპის ბევრ ქვეყანაში "სკეპტიკურად უყურებენ" ჩინურ აღჭურვილობას. 2019 წელს პოლონეთმა დააკავა Huawei-ს წარმომადგენელი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილობის გამო, რუმინეთისა და ბალტიის ქვეყნების მთავრობებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენების შეზღუდვის შესახებ. გარკვეული ზომები ტარდება ჩეხეთშიც. 

Huawei ჯერჯერობით მაინ პოულობს მხარდაჭერას ევროპის შუაგულში. უნგრეთში განთავსდა კომპანიის ახალი კვლევითი ცენტრი, ანალოგიური გასულ წელს ამოქმედდა სერბეთში. ბევრი ქვეყანა მონაწილეობს ჩინურ ინიციატივაში, რომელშიც გათვალისწინებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხირდან ინვესტიციების მიღება გზების, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. 

Link to comment
Share on other sites

ვითომ ჩვენ ჩინურები არ აგვცდება? 😁

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.