Jump to content

Bottleneck Calculator ბოთლნეკ კალკულატორები (მითი თუ რეალობა)


Recommended Posts

ჰაი გაიზ, მოკლედ საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ინტერნეტში ონლაინ ბოთლნეკის მთვლელი კალკულატორები რომლებიც "ადგენენ შენი სისტემის ბოთლნეკს", და გეუბნება რომელი ნაწილი ალიმიტებს მეორეს, ეს იქნება პროცესორი თუ ეს იქნება ვიდეო კარტა...

მე მსგავს რაღაცეებს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და ბოლომდე არ ვენდობი, მაგრამ რამოდენიმე თვის წინ, ჩემს მეგობართან მქონდა საუაბრი, მას აქვს i3-9100f 4 ბირთვი 4 ნაკადზე და უყენია GTX 1070-ი ვიდეო კარტა და ვუთხარი, შენი პროცესორი მაგრად დაალიმიტებს შენს ვიდეო კარტას და i5 9xxx სერიის ან i7-ს თუ ჩააყენებ ბევრად მოგემატება წარმადობათქო იმიტომ რომ შენ რასაც თამაშობ ბოლო ნექსთ გენ თამაშებს მანდ 4/4-ზე პროცესორი უკვე საერთოდ არაა საკამრისითქო, მინიმუმ 4/8-ზე მაინც რეკომენდირებულია რომ ნორმალურად ითამაშოთქო, მხოლოდ თამაშისთვის იყენებს კომპიუტერს, მან კი დაინტერესდა ამით როგორც ჩანს და რამოდენიმე დღის წინ ეს საკმაოდ ცნობილი კალკულატორი შემომთავაზა:

https://pc-builds.com/calculator/  ამ კალკულატორში მხოლოდ 10%-ით ალიმიტებს 9100f-ი gtx 1070-ს...

რომელსაც ბევრი ენდობა როგორც ჩანს ინტერნეტში, და გადავამოწმე და ჩემს სისტემაზე მიწერს რომ ჩემი პროცესორი ჩემს ვიდეო კარტას ალიმიტებს FHD-ზე 60%-ით, ხოლო 2K 40%-ით და 4K-ზე 27%-ით... ისედაც ვიცოდი რომ ბებერი i7 870-ი ასევე შედარებით ოდნავ ნაკლებად ბებერ 290x-ს ალიმიტებდა მაგრამ ეს მთვლელი ზუსტად როგორ მისაზღვრავს ამას პროცენტულად? როდესაც არ მათითებინებს ოპერატიული მეხსიერების სიხშირეებს, ან რანაირად დატესტეს მილიონობით კონფიგურაცია რომელიც ასე "ზუსტად ადგენს ბოთლნეკის ზომას, თუ არ დატესტე თავად..."

 

ბოთლნეკის დადგენა ამრტივად შეიძლება იქედან გამომდიანრე როდესაც თამაშის ბენჩს ატარებ თუ პროცესორი 100%-ზე იტვირთება და ვიდეო სიტყვაზე 30%-ზე, მარტივად ატყობ რომ ფაქტიურად ვიდეო ვერ იყენებს თავის პოტენციალს და მთლიანი დატვირთვა გადადის პროცესორზე, თუ პროცესორი საკმაოდ მძლავრია, ამ შემთხვევაში ვიდეოს დატვირთვა ადის მაღლა...

ეს ვიდეო არის ამის რეალური მაგალითი:

თქვენი აზრი მაინტერესებს როგორ შეიძლება ასეთი კალკულატორები სანდო იყოს და ზუსტად საზღვრავდეს რამდენი პროცენტია ბოთლნეკი შენს სისტემაში...

თქვენი აზრით ენდობით ამ კალკულატორს? გადაამოწმეთ თქვენს სისტემებზე, ჩაწერეთ თქვენი პროცესორი, ვიდეო კარტა, ოპერატიული მეხსირების რაოდენობა მიუთითეთ და რამდენს დაგიწერთ ნახეთ აბა...

 

Link to comment
Share on other sites

  • Harmony Lines changed the title to Bottleneck Calculator ბოთლნეკ კალკულატორები (მითი თუ რეალობა)

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.