Magdalena Posted June 12, 2021 Share Posted June 12, 2021 Bitcoin-ი გახდა ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი აქტივი ჰეჯ-ფონდების ტოპ მენეჯერებსა და სტრუქტურებში, რომლებიც მხოლოდ გრძელ პოზიციებს იკავებენ. ამის დასტურია Goldman Sachs-ის გამოკითხვის მონაცემები, იუწყება Bloomberg. „ჩვენ ჩავატარეთ ორი სხდომა გრძელვადიან სტრატეგიებზე ორიენტირებული სხვადასხვა სტრუქტურისა და ჰეჯ-ფონდის ინვესტიციების 25 დირექტორის მონაწილეობით. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მზარდ აქტივებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ინსტრუმენტი Bitcoin-ია“ - აცხადებს Goldman Sachs-ის სტრატეგი ტიმოთი მო. ყველაზე მეტად და ნაკლებად მიმზიდველი ინვესტიციები CIO-ებს შორის. წყარო: Goldman Sachs, Bloomberg. ზრდაზე ორიენტირებული კაპიტალის პარალელურად, რომელთაც გამოკითხულთა 50%-ზე მეტი იყენებს, CIO-ები უპირატესობას ანიჭებენ ღირებულების (Value) ინვესტიციებს (30%) და ნედლეულ საქონელს (10%). გამოკითხულთა 35% პირველ კრიპტოვალუტას ასახელებს, როგორც ინვესტიციის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ აქტივს. ანტირეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ინვესტიციებმა ახალ IPO-ში (25%), მესამე ადგილი - განაკვეთზე მგრძნობიარე აქტივებმა (20%). Bank of America-ს მიერ მაისის გამოკითხვამ აჩვენა, რომ Bitcoin-ში გრძელვადიანი პოზიცია ტრეიდერებს შორის ყველაზე პოპულარულია. იანვარში ანალოგიური კვლევისას ციფრული ოქროს შესყიდვებმა გაუსწრო ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ლონგს. ჟურნალისტ კოლინ ვუს თქმით კურსის მიმდინარე შემცირების შემდეგ 2021 წლის დასაწყისიდან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტიციის მომგებიანობამ მხოლოდ 14% შეადგინა, რაც ნაკლებია Bloomberg-ის სასაქონლო ინდექსის მაჩვენებელზე (Bloomberg Commodity Spot Index). შეგახსენებთ, რომ Goldman Sachs-მა კრიპტოვალუტები აღიარა, როგორც აქტივების ახალი კლასი. ბანკის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ი ყოველთვის აღწევს ახალ მაქსიმუმებს კურსის დიდი ვარდნების მიუხედავად. https://bit.ly/34UCBYO Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.