Magdalena Posted June 7, 2021 Share Posted June 7, 2021 კომპანია Gigabyte გამოუშვებს GeForce RTX 3080 Ti-სა და GeForce RTX 3070 Ti-ს Gaming OC შესრულებით. ახალი დაფები უკვე გამოჩნდა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ორივე გვთავაზობს მცირე ქარხნულ აჩქარებას. Gigabyte GeForce RTX 3080 Ti Gaming OC დაფის გრაფიკულ ჩიპს აქვს 10 240 CUDA ბირთვი და 1710 მჰც სიხშირე (ეტალონური მაჩვენებელია 1665 მჰც). GeForce RTX 3070 Ti Gaming OC მოდელის შემთხვევაში მოცემულია 6144 CUDA ბირთვი, 1830 მჰც სიხშირე, რაც 60 მეგაჰერცით აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს. ვიდეო დაფების ზომაა 320 × 129 × 55 მმ, აქვთ მასიური, 2.7-სლოტიანი გაგრილების სისტემა WINDFORCE 3X, რომელთა შემადგენლობაში შედის ორი დიდი რადიატორი სპილენძის შვიდი თბოგამტარი მილით, ასევე სამი ქულერი. ერთ-ერთი მათგანი ბრუნავს დანარჩენი ორის საპირისპიროდ. ვიდეო დაფის დამატებითი კვებისთვის გამოიყენება ორი 8-პინიანი კონექტორი. Gigabyte-ის რეკომენდაციაა ახალ დაფებთან 750-ვატიანი კვების ბლოკის გამოყენება. ორივე მოდელს აქვს BIOS-ის ორმაგი სისტემის მხარდაჭერა ჩუმი და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმით, აგრეთვე წარმოდგენილია RGB Fusion 2.0 განათება. ვიდეო დაფების აღჭურვილობაში შედის ორი პორტი DisplayPort 1.4 და ორი HDMI 2.1. https://bit.ly/3igUdWN 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.