Magdalena Posted June 3, 2021 Share Posted June 3, 2021 ბრენდმა XPG-მ, რომელიც კომპანია ADATA-ს მიეკუთვნება, განაცხადა, რომ მზადდება DDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოდულების ანონსი, რომლებიც განკუთვნილია გეიმიგ დონის დესკტოპ კომპიუტერებსა და მაღალი წარმადობის კიბერსპორტულ სადგურებში გამოყენებისთვის. ახალი მოდულები შევა Caster სერიაში. მათი ოფიციალური პრეზენტაცია შედგება მომდევნო კვარტალში. სერიაში შევა 6000-დან 7400 მეგაჰერცამდე სამუშაო სიხშირის მქონე მოდელები. ამასთან, მომხმარებლებისთვის შემოთავაზებული იქნება მოცულობის მხრივ სამი ვარიანტი - 8, 16 და 32 გბ. ძაბვა 1.1 ვოლტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ XPG-ის სპეციალისტები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ Gigabyte-თან, MSI-სთან, ASUS-სა და ASRock-თან, რათა უზრუნველეყოთ მაქსიმალური თავსებადობა დედა დაფებთან და ოვერქლოქინგის შესაძლებლობის მხარდაჭერა. ორიგინალურ გეომეტრიულ დიზაინში გათვალისწინებულია სექციები პრიალა და გლუვი ზედაპირებით. შემოთავაზებული იქნება Caster ვარიანტები მრავალფერი RGB განათებითა და მის გარეშე. ახალი DDR5 მოდულების ფასის შესახებ სამწუხაროდ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. https://bit.ly/3fAuIxV 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 3, 2021 Share Posted June 3, 2021 30 minutes ago, Magdalena said: ძაბვა 1.1 ვატს შეადგენს ვოლტს* შემდეგ წელს ამ დროს იმედია დდრ5-ზე ვიქნები :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Magdalena Posted June 3, 2021 Author Share Posted June 3, 2021 1 hour ago, Fatal Fighter said: ვოლტს* შემდეგ წელს ამ დროს იმედია დდრ5-ზე ვიქნები :დ უპს შევასწორე, მადლობ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.