Jump to content

პირველი ცნობები CPU AMD Ryzen 7000-ის შესახებ: RAM DDR5 10000 მჰც-მდე, 5 გჰც-ზე მაღალი სიხშირე და 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი


Recommended Posts

დროდადრო ინტერნეტში ვრცელდება ცნობები AMD-ს მომდევნო თაობის პლატფორმის შესახებ. ვინაიდან ჯერჯერობით უცნობია ახალი პროცესორების გამოსვლის თარიღი, ზოგიერთი ადრეული გეგმა შესაძლოა შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარი წლით ადრე გაჟონილი ინფორმაციის სანდოობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ამჟამად არსებული არაოფიციალური ცნობები მეტნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება და მიახლოებით ვარაუდს გვაძლევს, რას უნდა ველოდოთ მომავალში. 

image.png 

უკვე ნაცნობი АМ4-ის ნაცვლად მოსალოდნელია АМ5. თითქოს ერთი ციფრი მეტისმეტად ცოტაა რადიკალური ცვლილებებისთვის, თუმცა ამჟამად არსებული მონაცემების თანახმად ეს ასე არ არის. უპირველეს ყოვლისა, პროცესორებს ექნება ახალი კონექტორი LGA 1718, რომელიც Intel-ის დესკტოპ პროცესორებისთვის განკუთვნილი კონექტორის მსგავსი იქნება. ამასთან, თავად პროცესორების სახელწოდება იქნება Ryzen 6000 ან Ryzen 7000  AMD-ის მარკეტინგული პოლიტიკის შესაბამისად. ახალი პროცესორები მიიღებენ ორარხიანი DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერას, რომლის სიქარე იწყება 4800 მჰც-იდან და მიაღწევს დაუჯერებელ 10000 მჰც-ს. ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება PCIe 4.0, PCIe 5.0-ის შესახებ ჯერ არაფერი გამოცხადებულა. 

PCIe 5.0 სტანდარტი გარკვეული დროის განმავლობაშ ექსკლუზიური იქნება Intel-ის მე-12 თაობის (Alder Lake) პროცესორებისთვის, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით რა უპირატესობა ექნება მას PCIe 4.0 ინტერფეისთან შედარებით. AMD ამტკიცებს, რომ PCIe 5.0-ზე გადასვლა შესაძლებელია, თუმცა იგი მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ახალი ინტერფეისი შემოგვთავაზებს საგრძნობ უპირატესობას არსებულ ტექნოლოგიასთან შედარებით. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ჯერჯერობით სირთულეები არსებობს PCIe 4.0 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების მიწოდებაში და PCIe 5.0-ის გამოჩენას არ ჩქარობს არც ერთი მწარმოებელი. 

ხალი პროცესორები დამყარებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით შექმნილ Zen 4 არქიტექტურაზე. მოსალოდნელია, რომ იგი შემოგვთავაზებს IPC-მაჩვენებლის 25%-იან ზრდას ამჟამად არსებულ პროცესორებთან შედარებით. გარდა ამისა, ზემოთხსენებული არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პროცესორები გადალახავენ 5-გიგაჰერციან ზღვარს, რაც სასარგებლო იქნება გეიმერებისთვის. ასევე ცნობილია, რომ ინტეგრირებული გრაფიკა ბოლოსდაბოლო მიიღებს RDNA 2 არქიტექტურას, რაც ახალ პროცესორებს საშუალებას მისცემს გამოყენებულ იქნან გეიმინგში საბაზისო დონის დისკრეტული ვიდეო დაფის გარეშე. მომდევნო თაობაში ბირთვების რაოდენობა არ გაიზრდება. როგორც ჩანს, AMD-ის ინჟინრები დესკტოპ სეგმენტში 24- და 32-ბირთვიანი პროცესორების პერსპექტივას ვერ ხედავენ.  

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.