Jump to content

ექსპერტებმა Bitcoin-ი აღიარეს უფრო ეკოლოგიურად, ვიდრე ნავთობდოლარი


Recommended Posts

image.png 

ნავთობდოლარი, რომელსაც აშშ- შეიარაღებული ძალები უჭერენ მხარს, უფრო მეტად უქმნის საფრთხეს გარემოს, ვიდრე პირველი კრიპტოვალუტის მოპოვება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდის სტრატეგიების დირექტორმა ალექს გლადშტეინმა და David Energy-ს თანადამფუძნებელმა ჯეიმს მაკგინისმა პოდკასტ Unchained-ზე განაცხადეს. 

Forbes-ის მონაცემებით, 2017 წელს ამერიკული შეირაღებული ძალები ყოველდღიურად იყენებდნენ დაახლოებით 1 მილიონ ბარელ ნავთობს. თავდაცვის სამინისტრო რომ ქვეყანა ყოფილიყო, ამ დონის მოხმარებით იგი მსოფლიოში 55-ე ადგილს დაიკავებდა ნახშირორჟანგის ემისიის სიდიდით. 

გლადშტეინმა და მაკგინისმა Bitcoin-ის ენერგომოცულობას უწოდებას თვისება, რომელიც „ქმნის უსაფრთხოებას“. 

„ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ეს მახასიათებელი ხდის Bitcoin-ს ასე ფანტასტიკურს“ -  განაცხადა მაკგინისმა. 

გლადშტეინმა გაიხსენა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მორალური არგუმენტი პირველი კრიპტოვალუტის სასარგებლოდ: 

არსებობს 1.2 მილიარდი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ ინფლაციის პირობებში, რომლის მაჩვენებელი ორნიშნა და სამნიშნა რიცხვებშია გათვლილი. არსებობს 4.3 მილიარდი ადამიანი, ვინც ავტორიტარიზმში ცხოვრობს. დაე იმათმა, ვინც ამბობს, რომ Bitcoin-ს არ გააჩნია სოციალური ფასეულობა, გამოიყენონ სუდანური ფუნტი წელიწადის განმავლობაში, შემდეგ კი მითხრან, რომ Bitcoin-ის ფასეულობა გაზვიადებულია ან არ არსებობს“. 

ადამიანის უფლებათა ფონდის წარმომადგენელმა ციფრულ ოქროს უწოდა მსოფლიო სარეზერვო ვალუტის კონკურენტი. მისი აზრით, აქტივის საბოლოო მიზანი ნავთობოლარის ჩანაცვლება. 

ცოტა ხნის წინ Tesla-მ შეაჩერა ავტომობილების Bitcoin-ზე გაყიდვა მაინინგის ეკოლოგიის საფრთხის გამო. ანალოგიური აზრი გამოთქვა კონკურენტი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ფისკერმა, გამორიცხა კრიპტოვალუტაში ინვესტირება და მისი, როგორც საანგარიშსწორებო საშუალების მხარდაჭერა. 

გლადშტეინისა და მაკგინისის ვარაუდით, ილონ მასკის გადაწყვეტილება იყო იმ ხალხის მხრიდან „ცუდ პიარზე“ რეაქცია, რომლებიც ციფრული აქტივების მოპოვებაში გარემოსთვის საფრთხეს ხედავენ. ექსპერტების აზრით ეკოლოგებმა უნდა გააკრიტიკონ ბიზნესმენი და მისი კომპანია აშშ დოლარის მხარდაჭერის და არა პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირების გამო. 

მიმდინარე თვეში საფონდო ბირჟა Тороnto Ninepoint Partners-ზე Bitcoin-ETF-ის პროვაიდერმა განაცხადა, რომ გეგმაშია მიღებული საკომისიოების ნაწილის გამოყენება ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებისთვის. 

ივნისიდან მაინინგ-კომპანია Greenidge Generation დაიწყებს ფულის ჩადებას სასათბურე გაზების შემცირების პროექტების პორტფელში. კომპანია ასევე გეგმავს მოგების ნაწილის გამოყოფას განახლებადი ენერგიის წყაროების შექმნისთვის. 

შეგახსენებთ, რომ Galaxy Digital-ის ანალიტიკოსებმა შეაფასეს Bitcoin-მაინერების  ელექტროენერგიის ყოველწლიური დანახარჯი, ეს არის 113.89 ტვტ/სთ, რაც უფრო ნაკლებია  ოქროს წარმოებისა და საბანკო სექტორის სფეროებს ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.