Magdalena Posted May 4, 2021 Share Posted May 4, 2021 კომპანია Samsung Electronics-მა ღონისძიება Unpacked 2021-ის ფარგლებში დააანონსა პორტატული კომპიუტერები Galaxy Book Pro და Galaxy Book Pro 360, რომლებშიც გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home/Pro და მე-11 თაობის Intel Core პროცესორები. ორივე მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება ზომაში ორ-ორ ვარიანტად - 13.3 და 15.6-დუიმიანი დისპლეებით. ყველა შემთხვევაში გამოყენებულია Full HD ფორმატის მატრიცა გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. Galaxy Book Pro 360 მოდელის ეკრანი ბრუნავს 360 გრადუსით, რაც საშუალებას იძლევა მოწყობილობა გამოყენებულ იქნას პლანშეტის სახით. დისპლეიზე მოქმედება შესაძლებელია თითის ან საფირმო S Pen-ის გამოყენებით. მოდიფიკაციის მიხედვით ლეპტოპებში გამოყენებულია Intel Core i7, i5 და i3 პროცესორები ინტეგრირებული გრაფიკით. Galaxy Book Pro 15 მოდელში ასევე დასაშვებია დისკრეტული NVIDIA GeForce MX450 ვიდეო დაფის დაყენება. კომპიუტერებს აქვთ LPDDR4x ტიპის 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, NVMe SSD 1 ტბ მოცულობით, 720p ვებ-კამერა, Wi-Fi 6 (802.11ax 2x2) და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე AKG აუდიოსისტემა. Galaxy Book Pro ლეპტოპებში გათვალისწინებულია 4G/LTE მოდული ქსელთან მიერთებისთვის, ტრანსფორმერ Galaxy Book Pro 360 მოდელებს კი აქვთ 5G კავშირის მხარდაჭერა. ლეპტოპი Galaxy Book Pro გამოვა შემდეგ ფერებში: Mystic Blue, Mystic Silver და Mystic Pink Gold და მისი ფასი 1000 აშშ დოლარი იქნება. Galaxy Book Pro 360 მოდელი ხელმისაწვდომია ფერებში - Mystic Navy, Mystic Silver და Mystic Bronze და გაიყიდება 1200 აშშ დოლარად. https://bit.ly/3dZs8jW Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.