Magdalena Posted April 28, 2021 Share Posted April 28, 2021 DDR5 მეხსიერების სერიული წარმოება საბოლოოდ იკრებს ძალას. DDR5 სტანდარტი გამოყენებული იქნება მომავალ Intel (Alder Lake) და AMD (Raphael) პლატფორმებში, რომელთა გამოშვება სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება. ჩინურმა კომპანია Jiahe Jinwei-მა განაცხადა, რომ მიიღო DDR5 მეხსიერების პირველი მოდულები თავისი საწარმოო ხაზიდან. ამჟამად მეხსიერების მოდულები სერიულად იწარმოება და მოსალოდნელია, რომ ისინი გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა Intel-ისა და AMD-ს სამომავლო პლატფორმებთან ერთად. არსებობს ინფორმაცია, რომ Intel აპირებს საკუთარ თავზე აიღოს მომავალი თაობის მეხსიერების გამავრცელებლის მთავარი როლი თავის პლატფორმა Alder Lake-ში, რომელიც Z690 ჩიპსეტზე დაფუძნებული დედა დაფისგან შედგება. მოცემულ DDR5 მოდულებს თუ შევხედავთ, შესამჩნევია, რომ ისინი წარმოდგენილია ორი მოდელით. ერთი - მწვანე ფერის PCB-ით, რომელიც მოწოდებულია უშუალოდ ჩინური მწარმოებლისგან, მეორეს კი შავი PCB აქვს. ორივე მოდელის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია ინტეგრირებული PMIC (კვების მართვის მოდული). იგი მუდმივ ძაბვას (5 ვოლტი) მიიღებს უშუალოდ დედა დაფისგან და გადასცემს DRAM-ს უფრო ეფექტურად DDR4 მოდულებთან შედარებით. კვების კომპონენტების DIMM მოდულში გადატანა ამცირებს ცვეთასა და ხმაურს, ამავდროულად ოვერქლოქინგის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. DDR5 მეხსიერების მოდულების ამ კონკრეტულ პარტიას აქვს 4800 მჰც სიხშირე და 1.1 ვოლტი ძაბვა. ტაიმინგების მაჩვენებლებია CL40-40-40, თითოეული DIMM მოდულის მოცულობაა 16 გბ, თუმცა იწარმოება ორმხრივი მოდულებიც 32 გბ მოცულობით. DDR5 მოდულს აგრეთვე აქვს ჩაშენებული ECC, ხასიათდება უფრო დაბალი ენერგომოხმარებითა და გაცილებით მაღალი სტაბილურობით DDR4 მოდულებთან შედარებით. სამომავლოდ გამოვა კიდევ უფრო სწრაფი მეხსიერების მოდულებიც, ზოგიერი მწარმოებლის მიერ გამოცხადებული სიჩქარე 10 ათას მჰც-ს აღემატება. როგორც ტესტირებებიდან ჩანს, მოსალოდნელია, რომ DDR5 მოდულში წარმადობა ორ ჯერზე მეტად გაიზრდება DDR4-თან შედარებით. ყველაზე სწრაფი თანამედროვე DDR4 მოდულები 7 გჰც-ზე ოდნავ მაღალ სიჩქარეს აღწევენ აჩქარებისას, ამიტომ 10 გჰც არ უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას მომდევნო თაობის მეხსიერების მოდულებისთვის. https://bit.ly/3xrfzG3 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.