Magdalena Posted April 27, 2021 Share Posted April 27, 2021 რესურს HKEPC-მა ტაივანური მწარმოებლის ცნობებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ვიდეო დაფა GeForce RTX 3080 Ti ოფიციალურად გამოვა 26 მაისს, პირველი მიმოხილვა კი - ერთი დღით ადრე. უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA GeForce RTX 3080 Ti დაფის გამოშვებას ბევრად ადრე აპირებდა და თანაც უფრო მაღალი წარმადობის კონფიგურაციით, თუმცა თარიღი შეიცვალა GDDR6X მეხსიერების ჩიპების დეფიციტის გამო, კონფიგურაცია კი ოდნავ გაუარესდა AMD-ის მხრიდან სუსტი კონკურენციის გამო. შეფერხება ასევე დაკავშირებულია მაინინგის შეზღუდვის მიზნით ცვლილებების შეტანის აუცილებლობასთან. გარდა ამისა, მწარმოებელმა დაადასტურა, რომ GeForce RTX 3070 Ti ივნისის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი. მისი PCB ნომერია PG141 SKU 10. GA104-400 გრაფიკულ პროცესორში გამოყენებულია 6144 CUDA ბირთვი ისევე, როგორც მობილურ ვიდეო დაფა RTX 3080-ში. ვიდეომეხსიერების მოცულობა არ შეცვლილა და კვლავ 8 გიგაბაიტს შეადგენს, თუმცა GDDR6 მეხსიერების სტანდარტის ნაცვლად RTX 3070 Ti მოდელში გამოყენებული იქნება უფრო მაღალი წარმადობის GDDR6X. მოსალოდნელია, რომ GeForce RTX 3080 Ti ვიდეო დაფის სავარაუდო სარეკომენდაციო ფასი დაახლოებით 999 აშშ დოლარი იქნება, RTX 3070 Ti დაფის ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება. ადრე RTX 3080 Ti სატვირთო შეფუთვების ფოტოები განთავსდა ინტერნეტში და უკვე იგზავნება მსოფლიოს სადისტრიბუციო ტერმინალებში. https://bit.ly/2QwD2ES 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted April 27, 2021 Share Posted April 27, 2021 ეგრევე გინდება ადამიანს ფასებზე ილაპარაკო, მსრპ ფასებზე, მაგრამ არ გამოდის :/// ანივეის, 3070ტი 600$-ად რომ გაიჩითოს, best bang for the buck Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 27, 2021 Share Posted April 27, 2021 GDDR6X აქვს და მაგის შედარება ძველ 8გბ არც ღირს, ლუბოი 12 გბ დაჩაგრავს მაგ გამტარობით, 3080 კასტრირებული ვერსიაა და არა 3070 გაძლიერებული ვარიანტი, 2გბ მარტო განსხავება მაგრამ მაინინგში ეგეც ზვერი იქნება მაგ 21გბპს გამტარობით, 900$ თუ გაეძრო კიდე ღირს ყიდვა სამაინინგოთ და გეიმინგშიც კარგ ფორმაში იქნება, ისე მე არც გავეკარები სანამ დიდ აბიომებში არ შემოყრიან მაქამდე, 2-3-ის მიცემა არც სამაინინგოთ არ მიღირს და მაგიტომ, კი მაინც დადებს მოგებას ეხლანდელი ტრენდით, მაგრამ უფრო ნაკლებს ვიდრე თავის ფასში რომ გეყიდა, მაგას ისევ მირჩევნია ტრეიდინგით გავზარდო თანხა ვიდრე 600-700$ კარტაში 1800$ მივცე ლამის, 3080Ti კიდე 1500$ თუ იშოვი სადმე ესე იგი გაგიმართლა, სამწუხაროთ ეხლა ეგეთია რეალობა, იქნება მართლა რამე უშველონ მწარმოებლებმა აბიომებს, ეგ 600000 ჯამური ვოლუმი არაფერი არაა ეხლა რაც აქვთ დაახლოებით გამოშვებული (ბოლო სერიის ამდ-ნვიდიას ვგულისხმობ მარტო) , ცალკე გეიმერებსაც არ ეყოფოდა მაინინგი რომ არც ყოფილიყო, მთავარ მიზეზს მაინც კოვიდს ასახელებენ მწარმოებლები, მაგან შექმნაო მომენტალურათ თითქმის ეგეთი დეფიციტი მაგ ნაწილებზე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.