Jump to content

MSI N580GTX Lightning და R6970 Lightning


Recommended Posts

MSI-ის Lightning სერიის GeForce GTX 580 და Radeon HD 6970-ის გამოსვლა 2010 წლის ბოლოდან იყო მოსალოდნელი და სწორედ გუშინ შედგა მათი დებიუტი, რითაც გაახარებენ როგორც ოვერქლოქერებს, ასევე გეიმერებსაც, ერთი სიტყვით მათ, ვისაც სურს მაქსიმალური წარმადობის 'გამოწურვა' გრაფიკული ბარათისაგან.

ორივე პროდუქტის აჩქარების შესაძლებლობები გარანტირებულია მათი დიზაინით, რომელიც შედგება სამხედრო კლას II კომპონენტებისაგან (All Solid Caps, Super Ferrite Chokes, Hi-c Cap with a Tantalum core), მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული PWM-ისაგან (18-ფაზიანი R6970-ზე, 16-იანი N580GTX-ზე), დამოუკიდებელი მეხსიერების კვებისაგან, ოთხი Proadlizer კონდენსატორისაგან, CopperMOS MOSFET-ისაგან და გარდა ამისა, გააჩნიათ GPU/Memory/PLL(VDDCI) ვოლტაჟის რეგულირების მხარდაჭერაც.

რასაკვირველია, გაგრილებას უზრუნველყოფს Twin Frozr III ქულერი, რომელიც აღჭურვილია ორი 90 მმ-იანი PWM-ფენით და სამი სპილენძის სითბური მილაკით და წესით, უფრო ჩუმი (5/11 dB-მდე) და ეფექტურია - რეფერენსულ GTX 580/HD 6990-ებთან შედარებით.

R6970 Lightning-ის ნაკადური პროცესორების რიცხვი შეადგენს 1536-ს, GPU აჩქარებულია 940 მჰზ-მდე, მეხსიერების ინტერფეისი 256-ბიტიანია, ხოლო 2 გბ GDDR5 VRAM კი დგას 5500 მჰზ-ის ნიშნულზე. გარდა ამისა, მას აქვს CrossFireX-ის მხარდაჭერა, dual-DVI, HDMI და dual mini DisplayPort გასასვლელები.

რაც შეეხება N580GTX Lightning-ს, მის არსენალში შესულია 512 CUDA ბირთვი, GPU/shader სიხშირეები - 832/1664 მჰზ, 384-ბიტიანი ინტერფეისი, 1.5 გბ GDDR5 მეხსიერება - 4200 მჰზ-ზე. ასევე, dual-DVI, HDMI და DisplayPort-ები.

R6970 Lightning და N580GTX Lightning-ი ხელმისაწვდომია პრე-ორდერისათვის - 335.69 და 467.10 ევროდ შესაბამისად.

R6970 Lightning

b4e242811b25.jpg

19a2803cfa1b.jpg

7aad5cda5ead.jpg

N580GTX Lightning

be5fbbf1dc2d.jpg

673ae0bb539b.jpg

645cb0d46055.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

+1 :thumbsup:

ვაპირებდი ამის დაწერას მეც მაგრამ ვერ გადავწყვიტე სად გამეხსნა თემა ენვიდიაში თუ AMD ში ხოდა დავანებე თავი :D :D

მე პირადად მაგრად მომწონს ეს სერია უმაგრესია გაგრილების სისტემითაც და ყველაფრით :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.