Jump to content

კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა


Recommended Posts

Goingecko-ს მონაცემებით, 2021 წლის 5 აპრილისთვის კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას ხელი შეუწყო Bitcoin-ის, Ethereum-ისა და სხვა ციფრული ვალუტების ფასების შთამბეჭდავმა ზრდამ. ამრიგად, კრიპტო ბაზრის ღირებულებამ მიაღწია Apple- მაჩვენებელს, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში ნავთობის გიგანტ Aramco-ს შემდეგ. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბარიერის გადალახვა მოხდა იმ მდგომარეობიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ფიქსირდებოდა მიმდინარე წლის 7 იანვარს. იმ დროს Bitcoin-ის ღირებულება დაახლოებით 33 ათასი აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზრის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისეთი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერამ, როგორებიცაა PayPal და Visa. 2021 წელს Bitcoin-მა განიცადა რამდენიმე მოკლევადიანი კორექტირება, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მისი ფასი 50 ათას აშშ დოლარს ქვევით არ ჩამოსულა. 

image.jpeg 

Bitcoin-ის არასტაბილურობა ანუ ფასის ცვალებადობა გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის დიაპაზონი იყო 55-60 ათასი აშშ დოლარ. Ethereum-ის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა 2 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. ფონდის მმართველები და კრიპტოვალუტების ბაზარზე მოქმედი ინვესტორები საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებს. ივარაუდება, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე სერიოზული რყევები ზაფხულამდე არ არის მოსალოდნელი. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ 2 აპრილს აშშ-ი წამყვანმა კრიპტო ბირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ აშშ-ი ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაამტკიცა მისი რეგისტრაცია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე. Coinbase-ის ლისტინგი დაიწყება იქნება 14 აპრილს, შედეგად იგი გახდება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე საჯაროდ მოვაჭრე კომპანია. მიიჩნევა, რომ ეს მოვლენა მიიზიდავს ტრადიციული ფინანსური ბაზრი ინვესტორების ყურადღებას და გაზრდის კრიპტოვალუტებზე მოთხოვნას. ამასთან, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ Coinbase-ის რეგისტრაცია ბირჟაზე შეიძლება სერიოზულ არასტაბილურობა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს თარიღი ემთხვევა Bitcoin-ის ოფციონების ვადის ამოწურვ დროს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.