Jump to content

ჯეი კლეიტონი: Bitcoin-ისთვისაც გამოჩნდება რეგულირების წესები


Recommended Posts

image.png

Bitcoin-ი არ არის ფასიანი ქაღალდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი რეგულირება არ მოხდება - განაცხადა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა ა ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილმა თავმჯდომარემ ჯეი კლეიტონმა. 

CNBC-ის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო SEC-მა პოზიცია ციფრული ოქროს რეგულაციის შესახებ, კლეიტონმა თქვა, რომ კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ფასიან ქაღალდად. 

“SEC-მა გაარკვია, რომ Bitcoin-ი არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს ჯერ კიდე მანამდე, სანამ მე მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობას დავიკავებდი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის რეგულირება არ მოხდება მომავალში“ - განმარტა ყოფილმა ხელმძღვანელმა. 

კლეიტონი SEC-ის თავმჯდომარის ადგილიდან წავიდა 2020 წლის დეკემბერში და ამჟამად კონსულტაციებს უწევს One River Asset Management-ს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საკითხებში. 

არ ვიცი, ამჟამად რა სახის კანონებს იღებს SEC, თუმცა ვთვლი, რომ ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში უნდა შეიცვალოს“ - განაცხადა კლეიტონმა. 

კლეიტონის ამ განცხადებებმა გაიჟღერა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ Ripple სთხოვს SEC-ს, გადახედოს Bitcoin-ისა და Ethereum-ის სტატუსს. კომპანია მოითხოვს, რომ სასამართლომ SEC-ს დაავალოს შიდა დოკუმენტაციის გაზიარება, რომელშიც აღნიშნულია, თუ რატომ არ არის ეს კრიპტოვალუტები ფასიანი ქაღალდები. 

Ripple და მისი მომხმრეები ცალსახად ამტკიცებენ, რომ XRP არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, თუმცა SEC საპირისპირო აზრზეა. 

შეგახსენებთ, გასული წლის 2020 წელს კომისიამ Ripple-ს ბრალი დასდო 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტოკენების სახით არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში. მოპასუხეების სახით გამოდიოდნენ ბრედ გარლინგაუსი და კომპანიის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.