Jump to content

NVIDIA ამზადებს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ მაინინგ ვიდეო დაფას - CMP 220HX: მოგება - დღეში 20$, ფასი - 3000$


Recommended Posts

უკვე რამდენიმე კვირაა კრიპტო საზოგადოებაში ვრცელდება ხმები მოწინავე დონის მაინინგ ვიდეო დაფის გამოსვლის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ფლაგმანურ Ampere A100 გრაფიკულ ბირთვზე. ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება Ethereum-ის მაინინგის ისტორიაში, მაგრამ აქამდე ცნობილი არ გამხდარა ამ მოწყობილობის რაიმე კონკრეტული მახასიათებელი. 

image.jpeg 

ამჟამად კი პორტალ wccftech-მა ცნობილ ინსაიდერ I_Leak_VN-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ახალი დაფის სახელწოდებაა NVIDIA CMP 220HX და უზრუნველყოფს 210 MH/s ჰეშრეითს, რაც უდრის რვა GTX 1660Ti დაფისგან შემდგარი ფერმის შედეგს. ამასან, ახალი დაფის სარეკომენდაციო ფასი - 3 ათასი აშშ დოლარი - გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ სტანდარტული ვიდეო დაფებისა, რომლებიც დამყარებულია PCIe ფორმ-ფაქტორის Ampere A100-ის ბაზაზე (ერთი ასეთი დაფა 11 ათასი აშშ დოლარი ღირს). 

image.png 

Ethereum-ის მიმდინარე ფასის გათვალისწინებით ახალ დფას შეუძლია მფლობელს დღეში მოუტანოს დაახლოებით 20 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი. თუკი შეძლებთ ხსენებული დაფის შეძენას სარეკომენდაციო ფასად, იგი თავის ფასს სულ რაღაც 5 თვეში გამოისყიდის. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Ampere A100 ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე რამდენიმე დაფისგან შემდგარი ფერმა, მისი TDP-ის დონე მხოლოდ 250 ვატს შეადგენს. ამრიგად, ასეთი მოწყობილობის ბაზარზე გამოშვებამ შეიძლება ჩვეულებრივი გეიმინგ გრაფიკული ადაპტერები გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი გახადოს მაინერების თვალში და დადებითად აისახოს არსებული დეფიციტის სიტუაციაზე. 

Link to post
Share on other sites

320w 86mh/sec-ის ეგ ძალზე ბევრია, ჩემი GTX1080 130 ვატს წვავს და 34მჰ/სეკ ანვითარებს და მანდ 185 ვატი 36მჰ/სეკ-იო, მაგარი არაეფექტური დენის მოხმარება გამოდის, მაგალითად 3060Ti 130 ვატზე 60მჰ/სეკ აქვს ჰეშრეიტი მანდ კიდე 86მჰ/სეკ 320 ვატიო და ეგ 3080 ბევრია რომელიც ლამის ეგეთივე ვატის მოხმარებით ადის 100მჰ/სეკ-მდე თერმობალიშებს თუ შეუცვლი და ისეც 85მჰ/სეკ კი დებს ეგ კარტა ყოველგვარი შეცვლის გარეშეც, აი ეხლა შევიხედე ტ-რექსის დისკორდში და 3080 215 ვატზე 100მჰ/სეკ ანვითარებს უკვე, ნუ შეიძლება მაგ დიაპაზონში კარგათ დატვიკვა აბსოლიტურათ სტაბილური რომ იყოს დაკრაშვების და რესტარტების გარეშე, მაგალითად იგივე 3070 125 ვატზე უკვე 62მჰ/სეკ-მდე დებს, ეგ მაჩვენებლები რაც ზევითაა ძალიან ბევრია და ფასიც არ ადევს თან დაბალი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...