მიშა Posted March 27, 2011 Share Posted March 27, 2011 საწვავის ძირითადი თანამედროვე ტიპები -------------------------------------------------------------------- მყარი საწვავი ხე, ნაფოტები, ხის გრანულები. წვადი ფიქალი (ფისის შემცველი თიხოვანი ნივთიერება) საპროპელი (ნამარხი წყალმცენარეების ნაშთებით ფორმირებული ნივთიერება) ტორფი ნახშირი/ქვანახშირი ბიტუმოვანი ქვიშა დენთი აზოტის ნაერთები მყარი სარაკეტო საწვავი (მყარი საწვავის ერთგვარი ტიპი, რომელსაც უჰაერობაში წვის საშუალება აქვს და ამასთან დიდ ენერგიასა და სითბოს გამოყოფს). თხევადი საწვავი ნავთობისგან მიღებული: მაზუთი დიზელის საწვავი ("გაზოილი", "სოლიარის ზეთი" (იგივე "სალიარკა")). ღუმელის საყოფაცხოვრებო საწვავი ნავთი ლიგროინი (ნავთობის პირდაპირი გამოხდით ან კრეკინგით მიღებული თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი) ბენზინი ზეთები: ფიქალოვანი ზეთი (გამოიხდება ზემოთ ნახსენები ფიქალებისგან) მეორადი (უკვე "ნამუშევარი") მანქანის ზეთი მცენარეული/ცხოვეულრი ცხიმები სპირტები ეთანოლი მეთანოლი პროპანოლი თხევადი სარაკეტო საწვავი ეთეროვანი საწვავი მეთილ-ტრეტ-ბუთილის ეთერი დიმეთილის ეთერი ეთერიფიცირებული მცენარეული ზეთი ემულსიები საწვავის (ბენზინის, დიზელის) წყალთან შერევით მიღებული ემულსიები ბენზინისა და ეთილის სპირტის შერევით მიღებული ემულსიები ზეთისა და ბენზინის შერევით მიღებული ემულსიები სინთეტიური საწვავი ნახშირისგან მიღებული ბიომასისგან მიღებული ბუნებრივი აირისგან მიღებული აირადი საწვავი პროპანი ბუტანი მეთანი (ბუნებრივი, ნახშირის პლასტებისა, ფიქალოვანი, ბიოგაზი, "ლენდფილ"-გაზი, მეთანის ჰიდრატი) წყალბადი შეკუმშული ბუნებრივი აირი მყარი საწვავის გაზიფიკაციით მიღებული პროდუქტები პროპანის და ბუტანის ნარევი წყალბადის და ბუნებრივი აირის ნარევი დისპერსიული სისტემები აეროზოლები - ნახშირის მტვერი, ალუმინის და მაგნიუმის მტვერი ქაფები - გაზოდიზელი (ბუნ. აირის და დიზელის საწვავის ნარევი), წყალბადის და ბენზინის ნარევი სუსპენზიები - ნახშირის მტვრისა და წ#$%ს ნარევი, წ#$%ს და აზოტოვანი ნივთიერების ნარევი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა არსებობს "არატიპიური" საწვავი. ასეთებს განეკუთვნება ბირთვული, თერმობირთვული და სარაკეტო საწვავი. ---------------------------------------------- თუ კონკრეტულად კიდევ რამე დაგაინტერესებს, შემიძლია განვავრცო (რამდენიმეს გარდა, რომლებზეც ინფორმაცია არ არის განთავსებული). Link to comment Share on other sites More sharing options...
Tabo8226 Posted March 27, 2011 Author Share Posted March 27, 2011 გაიხარე მიშაააააააააააააააა ნერიონ და მიშა ორივეს ძალიან დიდი დიდი მადლობა, კარგით დანარჩენს ალბათ გავუმკლავდები სირცხვილია მეტი :) Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.