Magdalena Posted March 22, 2021 Share Posted March 22, 2021 Ripple-ს ტექნიკურმა დირექტორმა დევიდ შვარცმა განაცხადა, რომ კომპანია ეძებს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) მხარდაჭერის დამატების შესაძლებლობას XRP Ledger-ში. შვარცმა აღნიშნა, რომ პირადად მას აინტერესებს ორი კონკრეტული იდეა NFT-სთან დაკავშირებით. პირველი - ეს არის ადამიანების სწრაფვა ნივთების კოლექციონერობისკენ. „თუ გადახედავთ NFT-პროექტ NBA Top Shot-ს, მას ფანტასტიური სამომხმარებლო გამოცდილება აქვს. მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი მნიშვნელოვანი რამის ფლობა, რაც არავის აქვს. ზუსტად არ ვიცი ეს რა სურვილია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მე მიყვარს ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი ან კიდევს სხვა და მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რაც არავის აქვს. ” შვარცისთვის საინტერესო NFT-ის კიდევ ერთი ასპექტი არის ციფრული უფლებების იდეა. შვარცმა აღნიშნა, რომ ახლა ყველას აქვს ციფრული უფლებები ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სიმღერები iTunes-ზე, ელექტრონული წიგნები Kindle-ზე და ფილმები სტრიმინგ-პლატფორმებზე. მისი აზრით, ამ ციფრული უფლებების მომხმარებლების ამჟამინდელი გამოცდილება აბსოლუტურად საშინელებაა მუდმივად ცვალებადი ბაზრის გამო. Ripple-ს ტექნიკური დირექტორის კითხვაა არის თუ არა NFT ციფრული უფლებების სფეროში გრძელვადიანი გადაწყვეტილების შემუშავებისკენ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. შვარცის კომენტარები არ არის XRP Ledger-ის NFT-ით დაინტერესების პირველი მტკიცებულება. გასულ თვეში Ripple-ს მიერ მხარდაჭერილ სტუდია XRPL Labs-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს NFT-ის მხარდაჭერის დამატება. http://bit.ly/3cQU3ku Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.