Magdalena Posted February 15, 2021 Share Posted February 15, 2021 ონლაინ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Facebook გახმაურების გარეშე დაკავებულია Android-ის ბაზაზე სმარტ-საათის შექმნით. სიახლის შესახებ წერს გამომცემლობა The Information საკუთარ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. არსებული ცნობების თანახმად, სამომავლო სმარტ-საათის მეშვეობით მოხდება შეტყობინებების გაცვლა Facebook-ის სერვისების გამოყენებით, აგრეთვე მხარდაჭერილი იქნება ფუნქციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სპორტით დაკავებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თვალყურის დევნებას. ამრიგად, სმარტ-საათი გახდება სოციალური მედიის გიგანტის მზარდი აპარატული ეკოსისტემის ნაწილი, რომელშიც უკვე შედის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი Oculus, სმარტ-დისპლეი Portal და ა.შ. ინფორმატორი ამბობს, რომ Facebook-ის სმარტ საათის პირველი ვერსია პროგრამულ პლატფორმა Android-ზე იმუშავებს, თუმცა სამომავლოდ კომპანია გეგმავს საკუთარი ოპერაციული სისტემის დანერგვას, რომლის შემუშავება უკვე დაწყებულია. ასევე ცნობილია, რომ სმარტ-საათი მობილური ოპერატორების ქსელებში იმუშავებს სმარტფონთან სინქრონიზაციის გარეშე. სავარაუდოდ, მოწყობილობის პირველი ვერსია ფართო საზოგადოების წინაშე წარდგება 2022 წელს. Facebook-ის აპარატული ეკოსისტემის გაფართოების გეგმები საიდუმლოს არ წარმოადგენს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის 6 ათასზე მეტი თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა პროექტის რეალიზაციაზე შერეული და ვირტუალური რეალობის სფეროებში, აგრეთვე ექსპერიმენტალურ ინიციატივებზე - Facebook Reality Labs განყოფილებაში. ცნობილია ისიც, რომ Facebook მუშაობს სმარტ-სათვალეზე ბრენდ Ray-Ban-თან ერთად და იგი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს. http://bit.ly/3u3TRGv Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.