Magdalena Posted February 12, 2021 Share Posted February 12, 2021 კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს Snapdragon X65 5G მოდემების ამორჩევა OEM-დეველოპერებისთვის, რომლებიც აპირებენ ამ ჩიპის მქონე კომერციული მოწყობილობების გამოშვებას მიმდინარე წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვანი ანონსი შესაძლოა შედგეს წლის ბოლოს, მოწყობილობები კი ხელმისაწვდომი გახდება 2022 წლის დასაწყისში ან ოდნავ მოგვიანებით. Qualcomm-ის უახლესი ქმნილება გვევლინება, როგორც მსოფლიოში პირველი 10-გბ 5G მოდემი და პირველი 3GPP 16 RF-სისტემა, რაც მის დაუჯერებელ სიჩქარეზე მიუთითებს. როგორც რესურსი The Verge აღნიშნავს, პრაქტიკულად არც ერთ 5G ქსელს ჯერჯერობით არ შეუძლია უზრუნველყოს ასეთი სიჩქარე. თუმცა როდესაც ამ სიჩქარის დრო დადგება, X65 უკვე მზად იქნება მონაცემთა გადაცემის ასეთი მაჩვენებლისთვის. X65 მოდემს განახლებადი არქიტექტურა აქვს, რაც უზრუნველყოფს მოდემის პერსპექტიულობას პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე, მოწყობილობის სამუშაო ხანგრძლივობის, გაფართოებული შესაძლებლობებისა და მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. გარდა ამისა, მოდემში პირველადაა გამოყენებული მიმღების გაფართოებული შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. კომპანია Qualcomm-ის ინფორმაციით მოწყობილობაში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტით განსწავლული მოდელი, რათა რეალურ დროში განისაზღვროს მოწყობილობაზე მომხმარებლის ხელის განთავსება და მიმღები ანტენის ზუსტი პარამეტრები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის უფრო მაღალ სიჩქარეს, უკეთეს დაფარვასა და ავტონომიური მუშაობის დროის ზრდას. არსებობს მოსაზრება, რომ კორპორაცია Apple X65 მოდემს გამოიყენებს 2022 წლის iPhone-ებში მანამ, სანამ გადავა საკუთარ 5G გადაწყვეტილებებზე. http://bit.ly/3jyTrTm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.