Jump to content

Apple-ის ავტონომიური ავტომობილების პროტოტიპებში ორჯერ გაიზარდა სატესტო გარბენი, თუმცა ისინი ჯერ კიდევ შორსაა კონკურენტებისგან


Magdalena

Recommended Posts

კომპანიები, რომლებიც თავიათი პროტოტიპების ტესტირებას ახდენენ აშშ-ის საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე, ვალდებულნი არიან რეგულარულად გადასცენ ხელისუფლებას სტატისტიკა გარბენისა და გამოცდაში ადამიანის ჩარევასთან აკავშირებული ინციდენტების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, Apple-იც ვერ მალავს, რომ ასეთი ტესტები ტარდება. გასულ წელს მან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კონკურენტები მას ბევრად უსწრებენ. 

image.jpeg 

კალიფორნიის სატრანსპორტო საშუალების დეპარტამენტის ახალ სტატისტიკას Bloomberg-ი გვიზიარებს. სულ გასული წლის განმავლობაში Apple-ის პროტოტიპებმა შტატის გზებზე გაიარეს 30 088 კილომეტრი, ამასთან ტესტირების პროცესში ადამიანის ჩარევის შემთხვევა 130 იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი იძულებული ხდებოდა მართვა საკუთარ თავზე აეღო ყოველ 232 კილომეტრზე. ეს მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია სხვა კომპანიების ფონზე, რომლებიც თავიანთ ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს ტესტავენ კალიფორნიაში. მაგალითად, General Motors-ის კუთვნილი კომპანია Cruise-ს ავტომობილის გამოცდებისას მართვაში ადამიანის ჩარევა საჭირო ხდებოდა ყოველ 45 632 კილომეტრზე. ფაქტობრივად, გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში გავლილ 320 ათას კილომეტრზე Cruise-ს ავტომატიკას არ უმტყუნია.  

ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაში მყოფმა კომპანია Waymo-მ გასულ წელს მიაღწია ჯამში 1 მლნ კილომეტრ გარბენს თავისი პროტოტიპებით და ეს ორჯერ ნაკლებია იმ შედეგთან, რაც მიღწეულ იქნა 2019 წელს. საგამოცდო პროგრამაზე ნეგატიურად იმოქმედა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. Waymo-ს ავტომატიკის ფუნქციონირებისას ადამიანის ჩარევა საჭირო ხდებოდა საშუალოდ ყოველ 48 ათას კილომეტრზე. 

თუ Apple-ს დავუბრუნდებით, გასულ წელს მან ორზე მეტჯერ გაზარდა სატესტო გარბენი, თუმცა მაინც ოთხჯერ ჩამორჩება 2018 წლის მაჩვენებელს, როდესაც პროტოტიპმა მოახერხა თითქმის 128 ათასი კილომეტრის გავლა. იმ დროს საჭირო ხდებოდა მძღოლის ჩარევა ყოველ 1.6 კილომეტრზე, ამიომ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ხარისხი გაუმჯობესდა ავტომატიზაციის საიმედოობის თვალსაზრისით. თუმცა მაინც ცხადია, უსაფრთხოების ამჟამინდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით Apple მალე ვერ გამოუშვებს საკუთარ ავტომატური მართვის ავტომობილებს. წინ მრავალწლიანი დაძაბული შრომაა თუნდაც იმ მიზნისთვის, რომ დაეწიოს Waymo-ს მსგავს ბაზრის ლიდერებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.