Jump to content

Ripple-მა გამოაცხადა ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა CBDC-ის შემუშავებასთან დაკავშირებით


Recommended Posts

image.png

Ripple მოლაპარაკებებს აწარმოებს ცენტრალურ ბანკებთან, ათა გამოიყენონ XRP Ledger, როგორც ეროვნული ციფრული ვალუტების (CBDC) საფუძველი. ამის შესახებ RippleNet-ის გენერალურმა მენეჯერმა აშიშ ბირლამ განაცხადა. 

”CBDC მნიშვნელოვანი სტიმული იქნება Ripple-ის ტექნოლოგიის დანერგვისთვის. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალურ ბანკთან სტრატეგიის განხილვის პროცესში ვართ, ”- განმარტა ტოპ-მენეჯერმა. 

პარტნიორული ვებინარის მსვლელობისას ბირლამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი COVID-19-ის პანდემიამ RippleNet-ის მონაწილეთა აქტიური გაფართოების პროცესს. მისი ქმით, ქსელი გამოდის გადახდების ფარგლებიდან და გადადის საკრედიტო პროდუქტებზე. გენერალურმა მენეჯერმა აგრეთვე ისაუბრა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიასთან (SEC) დავის გადაჭრის მიზნით მიმდინარე ძალისხმევის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ Ripple-მ პასუხი შეიტანა SEC-ის სარჩელზე, რომელშიც მარეგულირებელ ორგანოს შესთავაზა აიხსნას Bitcoin-ისა და Ethereum-ის შეუსაბამობა ფასიან ქაღალდად განსაზღვრებასთან. 

დეკემბერში გენერალურმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ სტარტაპი მზადაა ითანამშრომლოს მარეგულირებელი ორგანოს ახალ ხელმძღვანელობასთან სამართლებრივი გაურკვევლობის მოგვარების მიზნით. 

ნოემბერში Ripple-ის ხელმძღვანელმა გამოხატა დარწმუნება, რომ XRP-ის ფასიან ქაღალდად აღიარებაც კი ვერ შეარყევს კომპანიის საქმიანობას. 

იანვარში გარლინგჰაუსმა 2020 წელ Ripple-ისთვის „აღსანიშნავი“ წელი უწოდა. 

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.