Magdalena Posted February 3, 2021 Share Posted February 3, 2021 ვებ-გვერდ VideoCardz-ის წარმომადგენლების ობიექტივში მოხვდა ვიდეოჩიპი NVIDIA GA106-400 - 3840 CUDA ბირთვის მქონე კონფიგურაციით, რომელიც მარკირების გარდა გარეგნულად არაფრით განსხვავდება GA106-300 ჩიპისგან, რომელსაც 3584 CUDA ბირთვი აქვს. PCB-ზე გრაფიკული პროცესორი განთავსებულია 2 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერების ექვს მიკროსქემასთან ერთად. მათსა და გრაფიკულ პროცესორს შორის კომუნიკაციისთვის გამოყენებულია 192-ბიტიანი სალტე. მეხსიერების სიხშირემ შესაძლოა 16 გჰც-ს მიაღწიოს. მიახლოებითი შეფასებით, GA106-400 კრისტალის ფართობი 276 კვ.მმ-ია. შედარებისთვის, Turing თაობის გრაფიკული პროცესორები გაცილებით მოზრდილი იყო: 445 კვ.მმ - TU106 ჩიპისა და 284 კვ.მმ - TU116-ის შემთხვევაში. როგორც ინტერნეტ-წყარო განმარტავს, ამ პროტოტიპის არსებობა საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ, რომ თავდაპირველად NVIDIA გეგმავდა GeForce RTX 3060 აღეჭურვა არა 3584, არამედ სრული 3840 CUDA ბირთვით, თუმცა მეხსიერების კონფიგურაცია ჯამში უცვლელი დარჩა. http://bit.ly/39BFAIy Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 3, 2021 Share Posted February 3, 2021 ისე რომ ვაკვირდები სამსუნგის 8 ნანომეტრიანი ჩიპები, თავიდან ხალხი რომ დასცინოდა VS TSMC 7 ნანომეტრიანის ფონზე უფრო დიდი ზომის გამო, ბევრათ დიდი რაოდენობით გამოდიან ეგეთები ამ ეტაპზე, ეგ კი კარგი AMD სულაც არაა რახან ისედაც 80-20% იყო ბაზრის წილი ვიდეოკარტებში ნვიდიას სასარებლოთ ნავის სერიამდეც, ამიტომ ეს ინფო შეიძლება ფეიკოვი არც იყოს: https://www.guru3d.com/news-story/amd-looking-to-spread-chip-production-to-samsung.html კი ინტელის ბაზრის წილი შეამცირა საკმაოთ ამდ ბოლო წლებში პროცესორებში მაგ TSCM ახალი ჩიპების დამხარებით, განსაკუთრებით დესკტოპ სეგმენტში აქვთ სერიოზული პროგრესი, მაგრამ ამ ეტაპზე ლუბოი ამდ ბოლო სერიის ტავარზე სერიოზული დეფიციტია, მათ შორის ახალი პაკალენიის კონსოლებზე, პროცესორებზე და ვიდეიოკარტებს ხომ ვერ იშოვი საერთოდ და ეგ ბოლო ინფო შეიძლება რეალურიც აღმოჩნდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.