Jump to content

Intel-ის მე-11 თაობის სამომავლო ფლაგმანური პროცესორი ლიდერობს PassMark-ის ჩამონათვალში


Recommended Posts

Core i9-11900K პროცესორის ტესტირების შედეგები PassMark-ზე კვირაზე მეტია რაც გამოცხადდა, თუმცა ჩიპი მხოლოდ ახლა მოხვდა რეიტინგში. პროგრამული უზრუნველყოფის მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ემყარება ერთ ტესტს და, შესაბამისად, აქვს ცდომილების მაღალი ზღვარი. 

Core i9-11900K არის ფლგამანური 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი ერთბირთვიან რეჟიმში 5.3 გჰც-მდე აჩქარებით Thermal Velocity Boost ტექნოლოგიის წყალობით (ტექნოლოგია ექსკლუზიურია მე-11 თაობის Core i9 სერიისთვის). პროცესორი დაფუძნებულია Cypress Cove ბირთვების არქიტექტურაზე, რომელი, როგორც მოსალოდნელია, წარმადობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნვეყოფს Comet Lake-S-სა და Skylake-თან შედარებით. 

PassMark-ის თანახმად პროცესორს 3,764 ქულა აქვს CPU Mark-ში (ერთნაკადიანი შესრულება), რაც 7%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე Zen3-ზე დაფუძნებული Ryzen 7 5800X. ეს უკანასკნელი Ryzen-ის უსწრაფესი პროცესორია მოცემულ რეიტინგში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, Core i9-10900K პროცესორთან შედარებით ერთნაკადიანი შესრულება თითქმის 19%-ით გაუმჯობესდა. Core i7-11700K- სთან შედარებით, რომელიც ასევე არის 8 ბირთვიანი Rocket Lake-S სერიის პროცესორი, მაგრამ არ აქვს Thermal Velocity Boost ტექნოლოგია, ფლაგმანური Core i9-11900K მხოლოდ 6%-ით სწრაფია. 

image.png 

მრავალნაკადიან ტესტში Core i9-11900K-მა 28,082 ქულა დააგროვა, რაც Core i9-10900K-ზე 16,6%-ით მეტია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ Rocket Lake-S პროცესორი გვთავაზობს უფრო ნაკლებ ნაკად წინამორბედთან შედარებით. 

AMD Ryzen სერიასთან შედარებით მაღალი დონის i9-11900K არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი მრავალნაკადიან ტესტში, ის მაინც ნელია, ვიდრე Ryzen 7 5800X, რომელმაც 28703 ქულა დააგროვა. 

image.png 

Intel-ი მე-11 თაობის Core Rocket Lake-S პროცესორების დაანონსებას მარტში აპირებს. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება პროცესორები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, ასევე არ დაკონკრეტებულა ფასები დაკორექტირდება თუ არა, რომ უფრო ძვირადღირებულ ჩიპებში ნაკლები ბირთვი განთავსდეს. 

Core I9-11900K, სავარაუდოდ, იქნება ბოლო ფლაგმანი LGA1200 სოკეტისა და უახლესი DDR4 / PCIe Gen4 პლატფორმებისთვის, სანამ კომპანია გამოუშვებს Alder Lake სერიას ახალი LGA1700 კონექტორითა და მომდევნო თაობის DDR5-ითა და PCI Gen5 მხარდაჭერით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.