Magdalena Posted January 29, 2021 Share Posted January 29, 2021 Micron Technology, Inc.-მა განაცხადა DRAM с 1α (1-ალფა) პროდუქტების მასობრივი მიწოდების დაწყების შესახებ, რომლებიც შექმნილია მსოფლიოში ყველაზე მოწინავე DRAM ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით და გვთავაზობს სიმკვრივის, სიმძლავრის და წარმადობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ეს სიახლე გაამყარებს Micron-ის კონკურენტუნარიანობას და შეავსებს მის მიღწევებს მსოფლიოში უსწრაფესი გრაფიკული მეხსიერებისა და პირველი 176-შრიანი NAND მეხსიერების წარმოებაში. „1α ნოუდის მიღწევა ადასტურებს კომპანია Micron-ის უპირატესობას DRAM-სფეროში და წარმოადგენს კომპანიის დაუღალავი შრომის შედეგს მოწინავე ტექნოლოგიებისა და დიზაინის მიმართულებით. ჩვენს წინა 1z DRAM ნოუდთან შედარებით მეხსიერების სიმკვრივის 40%-იანი ზრდის წყალობით მიღწეული გაუმჯობესება მყარ საფუძველს შეუქმნის სამომავლო ინოვაციებს მეხსიერების სფეროში“ - განაცხადა სკოტ დებოერმა, Micron-ის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა. მიმდინარე წელს Micron გეგმავს 1α ნოუდის ინტეგრირებას საკუთარი DRAM-პროდუქტების პორტფელში ყველა იმ პროდუქტის მხარდასაჭერად, რომლებშიც დღესდღეობით DRAM გამოიყენება. ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივა ფართო და მასშტაბურია. უპირველეს ყოვლისა, ახალი მეხსიერება საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობა დაწყებული მობილური მოწყობილობებიდან - დამთავრებული ინტელექტუალური სატრანსპორტო საშუალებებით. „ჩვენი ახალი ტექნოლოგია 1α საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მობილური ჩიპები ყველაზე დაბალი ენერგომოხმარებით, აგრეთვე იგი უპირატესობას მიანიჭებს მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, მომხმარებლებს, ინდუსტრიულ და საავტომობილო წარმოებას. DRAM და NAND ტექნოლოგიებში ლიდერობით Micron შესანიშნავ პოზიციაზე იმყოფება მეხსიერების გაზრდასა და შენახვის საკითხში, რაც, როგორც მოსალოდნელია, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნახევარგამტარი ინდუსტრიის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტები იქნება“ - განაცხადა Micron-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და მიკრონის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა. Micron-ის 1α DRAM ნოუდი ხელს შეუწყობს უფრო ენერგოეფექტური და საიმედო მეხსიერების გადაწყვეტილებების შექმნას და მიღწეულ იქნება LPDDR5 სტანდარტის უფრო მაღალი სიჩქარე მობილური პლატფორმებისათვის, რომლებიც საჭიროებენ საუკეთესო წარმადობას. Micron-ის ინოვაცია არის ყველაზე დაბალი, 15%-ით ნაკლები ენერგომოხმარების მობილური DRAM, იგი საშუალებას აძლევს 5G თაობის მოწყობილობების მომხმარებლებს უფრო მეტი გააკეთონ სმარტფონებზე ელემენტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. Micron-ის გაუმჯობესებულ მეხსიერების ნოუდში მხარდაჭერილია სიმკვრივე 8 გბ-დან 16 გბ-მდე, უზრუნველყოფს მოქნილობას და მხარდაჭერას Micron-ის ამჟამინდელ პროდუქტებზე, რომელთა შორისაა DDR4 და LPDDR4, შედეგად უზრუნველყოფილია ენერგოეფექტურობა, საიმედოობა და გაფართოებული მხარდაჭერა. ამგვარი ხანგრძლივი ქმედითუნარიანობა ამცირებს დანახარჯებს და უზრუნველყოფს საუკეთესო ფასს ისეთი სისტემების გამოყენების ვადის განმავლობაში, როგორებიცაა ინტეგრირებული საავტომობილო პროდუქტები, საწარმოო პერსონალური კომპიუტერები და სერვერები. Micron-ის ტაივანურმა ქარხნებმა დაიწყეს 1α DRAM-ის მასობრივი წარმოება, დაწყებული DDR4 მეხსიერებით კომპიუტერული მოწყობილობებისთვის და სამომხმარებლო კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Crucial პროდუქტებით. კომპანია ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნის ახალ პროდუქტებს 2021 წლის განმავლობაში. http://bit.ly/3iS35A4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.