Magdalena Posted January 21, 2021 Share Posted January 21, 2021 უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ხვდება, რომ ერთი დისპლეი არ არის საკმარისი კომფორტულად მუშაობისთვის. თუ არ გსურთ მაგიდის გადატვირთვა რამდენიმე მონიტორით, Lenovo-ს აქვს შესანიშნავი გამოსავალი - ThinkReality A3 augmented reality სათვალე. მას შეუძლია ხუთამდე ვირტუალური ეკრანის პროექცირება. ThinkReality A3-ის წარდგენა ახლახანს შედგა გამოფენა CES 2021-ზე. კომპანიის თქმით, სათვალის შექმნის მთავარი მიზანი პროდუქტიულობის გაზრდა და ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. ამისათვის სათვალე აღჭურვილია წყვილი 1080p დისპლეითა და ორი ფართოკუთხოვანი კამერით, რომლებიც გადაიღებენ მიმდებარე სივრცეს, რათა განისაზღვროს სად უნდა განთავსდეს ვირტუალური ეკრანები. 8-მეგაპიქსელიან კამერას შეუძლია ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება Full HD ხარისხში. როგორც სახელიდან ჩანს, სათვალე აგებულია ThinkReality პლატფორმაზე - ვირტუალური და შერეული რეალობის სისტემაზე, რომელსაც Lenovo რამდენიმე წლის განმავლობაში ავითარებს. ThinkReality A3 ჰგავს უფრო კომპაქტურ A6 ჰედსეტს, რომელიც კომპანიამ გასული წლის CES 2020-ზე წარადგინა. სათვალე ამჟამად უკვე ორ ვერსიად არის ხელმისაწვდომი: PC Edition უერთდება დესკტოპს ან ლეპტოპს USB-C სადენით და პროექცირებს ხუთ ერთეულამდე ვირტუალურ ეკრანს. Industrial Edition შექმნილია Motorola-ს ბრენდის სმარტფონებთან დასაკავშირებლად და ბევრად უფრო მობილური ვერსიაა. ეს სათვალე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქარხნებში, სავაჭრო სივრცეებში, სასტუმროებსა და სხვა საწარმოებში მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის, სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგისა და პერსონალის ტრენინგისთვის. ThinkReality A3 ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის შუა პერიოდში, მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3p1BoHE http://bit.ly/3oZAY4f Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.