Jump to content

2021 წლის მთვარის მისია „Artemis 1“ საფრთხის ქვეშაა: სუპერმძიმე NASA SLS-ის ძრავის გამოცდა შეწყდა


Recommended Posts

NASA-მ ჩაატარა Space Launch System (SLS) სუპერმძიმე რაკეტის ძირითადი ეტაპის ძრავების კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოცდა, თუმცა წარუმატებლად: ამაჩქარებლის ძრავები დაგეგმილზე ადრე გაითიშა. 

image.jpeg 

SLS-ის გამოცდა წუთზე ოდნავ მეტხანს გრძელდებოდა. წყარო: NASA/Robert Markowitz 

17 იანვარს ჯონ სტენისის სახელობის სატესტო მოედანზე კვამლი და ცეცხლი გამოიჭრა ოთხი RS-25 ძრავიდან, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავთ გგანტური რაკეტა NASA SLS-ის ძირიადი ამაჩქარებელი. ხსენებული რაკეტა მთვარის პროგრამა „Artemis“-ის ცენტრალური ელემენტია. 

დაიწვა 2.65 მლნ ლიტრი დაბალტემპერატურული საწვავი, თუმცა იგი ძრავს მიეწოდებოდა 1 წუთზე ოდნავ დიდხანს, რაც ბევრად ნაკლებია დაგეგმილ დროსთან შედარებით: გეგმაში იყო 485 წამი (8 წუთზე მეტი), რომლის განმავლობაში ძრავებმა უნდა იმშაონ ფრენისას. „დღეს ყველაფერი არ წავიდა გეგმის მიხედვით“ - განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდესტაინმა (Jim Bridenstine) გამოცდის შემდეგ. – „თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი მონაცემი და ცნობა მივიღეთ სამომავლო ანალიზისთვის“. 

ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გამოიწვია ძრავის ტესტირების ნაადრევი გაჩერება. დისპეტჩერები მიუთითებენ MCF-ზე (მთავარი კომპონენტის გაჩერება), რომელიც დაკავშიებულია SLS-ამაჩქარებლის № 4 ძრავთან. პროგრამის მენეჯერმა John Honeycutt-მა დაამატა, რომ დაახლოებით 60 წამის შემდეგ კამერებმა დააფიქსირა აფეთქება ძრავის სითბურ დაცვაში, თუმცა მომხდარის მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია. 

image.jpeg 

რაკეტა SLS-ის ოთხი RS-25 ძრავი ტესტირების პერიოდში. წყარო: NASA TV 

ამჟამად რთულია თქმა, საჭირო იქნება განმეორებითი გამოცდა სტენისის კოსმოსურ ცენტრში თუ მომდევნო ტესტირებები ჩატარდება კენედის სახელობის კოსმოსურ მოედანზე ფლორიდას შტატში, საიდანაც SLS მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაფრინდეს მთვარის ირგვლივ შემოსაფრენად მისია Artemis 1”-ის ფარგლებში. რთულია დაზუსტებით იმის თქმაც, ნამდვილად განხორციელდება თუ ვერა Artemis 1” მიმდინარე წელს.  – „ვფიქრობ, ჯერ ადრეა საუბარი. როდესაც დავაზუსტებთ, რა მოხდა ტესტირებისას, გვეცოდინება რა გველის მომავალში“ - აღნიშნა ბრაიდესტაინმა. 

პრეს-კონფერენციაზე Boeing-ის ვიცე-პრეზიდენტმა და SLS-ის პროგრამის მენეჯერმა ჯონ შენონმა (John Shannon) აღნიშნა, რომ ძრავებმა გარკვეული დროით, დაახლოებით 250 წამი მაინც უნდა იმუშაონ, რათა მიებულ იქნას ყველა საჭირო მონაცემი. ძრავების მოქმედება 60 წამზე დიდხანს არ გაგრძელდა და ძნელია იმის გარკვევა, თუ რა მონაცემები მიიღეს და რამდენად დარწმუნებულნი იქნება გუნდი სარაკეტო სისტემის უნარის შესახებ. 

image.jpeg 

ტესტირება ერთი საათით ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უკუათვლის დროს ინჟინრებმა შეაჩერეს პროცესი, რათა ხელახლა შეემოწმებინათ წყლის გამშვები სისტემის ფუნქციონირება და ჩაეტარებინათ ძრავის სხვადსხვა სახის შემოწმება. გუნდმა შეძლო აღმოეფხვრა ყველა შესაძლო პრობლემა და დაეწყო გამოცდა, რაც გულისხმობდა ოთხი მთავარი ძრავის, საწვავის ავზეის, გამომთვლელი სისტემების, ავიონიკებისა და რაკეტის სხვა კომპონენტების შემოწმებას. ტესტირება იმიტირებდა რაკეტის გაშვების პროცესს, ამავე პლატფორმაზე გადიოდა შემოწმებას რაკეტა „სატურნ-5“ და Space Shuttle. 

image.jpeg 

SLS ითვლება კაცობრიობის ისტორიაში არსებულ ყველაზე ძლიერ რაკეტად. ბრაიდესტაინმა აღნიშნა, რომ ძრავების ნაადრევი გათიშვის მიუხედავად SLS-ის გამოცდა წარუმატებლად არ უნდა ჩაითვალოს - ტესტიდან მიიღება გამოცდილება და გაკვეთილი. – „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია გაარკვიოს რა ანომალიაა, გაერკვნენ როგორ უნდა გამოსწორდეს პრობლემა, შემდეგ კი შევუდგებით საქმეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეგუებით წარუმატებლობას. ჩვენ შეგვიძლია უკან დახევა, მაგრამ შემდეგ დავბრუნდებით და შევასრულებთ დაგეგმილს“ - განაცხადა ხელმძღვანელმა. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.