Magdalena Posted January 11, 2021 Share Posted January 11, 2021 Microsoft-მა დააპატენტა გარდაცვლილი ადამიანების კლონირების იდეა. ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს ადამიანის კომუნიკაციის მანერას, ხასიათს, ხმას და შეიძენს მის იერსახეს. პატენტის სახელწოდებაა "Creating a Conversational Chatbot of a Specific Pers" და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვეთმა კომპანიას გადასცეს ინფორმაცია ადამიანის შესახებ: მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინებები, პირადი ჩანაწერები, ფოტოები, ხელოვნური ინტელექტი კი მათ გააანალიზებს, შეისწავლის და მოახდენს პიროვნების კოპირებას. კომპანია ასევე გეგმავს მომხმარებლის გარეგნობის შექმნას მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი პირის ფოტოსურათების საფუძველზე. ეს იქნება ერთგვარი რობოტი, რომელიც ასახავს მისთვის გადაცემულ პიროვნებას. დაპატენტებული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას Microsoft-ის მიერ გარდაცვლილი ადამიანის ციფრული კლონის შესაქმნელად, ასეთმა სერვისებმა შეიძლება პოპულარობა მოიპოვონ მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ პატენტია, ანუ ასეთი პროექტის განხორციელებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ Microsoft-ს დაგეგმილი აქვს გარდაცვლილი ადამიანების "კლონირება", საოცარია, რადგან მსგავს რამეს მხოლოდ ტელევიზორში, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ვხედავდით. ამჟამად კომპანიების ხედვა სცდება ფანტასტი მწერლების ჩანაფიქრებს - არის თუ არა მსგავსი რამ პროგრესის მაჩვენებელი? http://bit.ly/2JZc1Xs 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIVI-1990 Posted January 11, 2021 Share Posted January 11, 2021 ესეიგი ზუსტად ის ხდება რაც black mirror-ში მაგარი სერიებია , რაც მომავალში მოხდება ყველაფერი ნაჩვენებია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.